„ფერმერთა ასოციაციის“ ორგანიზებით, პირველად საქართველოში ლაბორატორია „აგროლაბისა“ და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება

8 ივლისს, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ორგანიზებით, პირველად საქართველოში ლაბორატორია „აგროლაბისა“ და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.

„ფერმერთა ასოციაციის“ ცნობით, შეხვედრას ფერმერები, მთავრობის, ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„აგროლაბი“ არის პირველი ქართული მულტიპროფილური, მოლეკულური ლაბორატორია, რომელიც სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვით სფეროებს აერთიანებს.

ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორიის მომსახურებით ფერმერები და აგროსექტორში ჩართული ბიზნესები სიზუსტისა და მაღალი ხარისხის გარანტიით შეძლებენ, სურსათის უვნებლობაზე, ვეტერინარიაზე, მცენარეთა დაცვაზე, ღვინოზე, გარემოს დაცვაზე, ნიადაგსა და წყალზე სრული კვლევები მიიღონ.

სატელიტურ სისტემაზე დაფუძნებული მაღალი სიზუსტის სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების დახმარებით კი, ფერმერებს საკუთარ მეურნეობებში წარმოებული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება და ფერმერული საქმიანობის გაძლიერება შეეძლებათ.

EOS Crop Monitoring პლატფორმაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას პროფესიონალური გამოწერის პაკეტი ექნება, რომელსაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს. ასოციაციის მხრიდან მომსახურების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების მიწოდება და ფერმერთა ტექნოლოგიური ცოდნის განვითარება.

ორი ინოვაციური მომსახურების დანერგვით ფერმერები დროის დაზოგვით მაღალი ხარისხის პროდუქტს მიიღებენ, რაც არსებულ ბაზარს კონკურენტუნარიანს გახდის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა