ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში არის სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო" -  თუ ჩამოყალიბდებიან პარტიად და მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო არჩევნებში, მერწმუნეთ, 1%-საც ვერ მიიღებენ

ქვეყანაში არის სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო" - ისინი აქამდეც დე ფაქტო პოლიტიკური პარტია იყვნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდებიან პოლიტიკურ პარტიად და მონაწილეობას მიიღებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისინი 1%-საც ვერ მიიღებენ.

„თუ გაფორმდებიან პოლიტიკურ პარტიად, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება. ეს მიუთითებს გამჭვირვალობაზე და ამ შემთხვევაში მათი დაფინანსება გახდება გამჭვირვალე, რადგან ამას ითვალისწინებს პარტიების შესახებ კანონი და ძალიან კარგი იქნება თუ ისინი გადაამოწმებენ საკუთარ ნდობას. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ბოლო ადგილზე ნდობის თვალსაზრისით. თუ ეს სამი ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბდება პოლიტიკურ პარტიად და მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მერწმუნეთ, რომ ისინი 1%-საც ვერ მიიღებენ. ეს ძალიან კარგი იქნებოდა პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში