„გალტ & თაგარტის“ ხელშეწყობით პირველადი საჯარო შეთავაზების მასტერკლასი ჩატარდა

„გალტ & თაგარტი“ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით, პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მასტერკლასი თემაზე - პირველადი საჯარო შეთავაზება ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს „გალტ & თაგარტი“ „BDO Georgia“-სთან ერთად ასრულებს.

ღონისძიებას EBRD-ის კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ატილა ტოსი გაუძღვა. მასტერკლასი პრაქტიკული ქეისების განხილვას და ისეთ საკითხებს დაეთმო, როგორიცაა: პირველადი საჯარო შეთავაზების ეკონომიკური დასაბუთება, პირველადი საჯარო შეთავაზების პროცესი, კომპანიის არსებობა პირველადი საჯარო შეთავაზების შემდგომ, როგორ მოვემზადოთ პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ.

„გალტ & თაგარტისა“ და „BDO Georgia“-ს ხელმძღვანელობით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის პირველ ეტაპზე ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევა განხორციელდა, რომლებიც კომპანიებისთვის აღნიშნულ ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ფაზა კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას და საგანმანათლებლო სქემის განხორციელებას დაეთმო. პროგრამა შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში უწყობს ხელს.

პროგრამაზე დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ჯამურად დაგეგმილი ემისიის მოცულობა 800-900 მილიონ ლარს შეადგენს.

“მოხარული ვართ, რომ EBRD-თან და ევროკავშირთან პარტნიორობით, შესაძლებლობა გვეძლევა, ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. პროექტში 21 ქართული კომპანია უკვე ჩაერთო, რომლებიც სხვადასხვა სექტორის მოწინავე მოთამაშეები არიან. პროგრამის ფარგლებში კი, მათ საშუალება აქვთ, მეტად განვითარდნენ და საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით კაპიტალის ბაზრები უკეთ აითვისონ. გვჯერა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში, როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას “, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო