თსუ-ში წიგნის „განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში“ პრეზენტაცია გაიმართა

თსუ-ში გამოცემა „განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) დედაქალაქში,“ პრეზენტაცია გაიმართა.

თსუ-ს ინფორმაციით, ორენოვან (ქართულ-ინგლისური) გამოცემაში გასული საუკუნის 20-იანი წლების პრესის მიხედვით დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქის სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების, სახალხო უნივერსიტეტისა და პროფესიული სკოლების ყოველდღიურობის ისტორიაა მოთხრობილი/

მათივე ცნობით, ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილების უფროსი ნინო სულაძე, თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, ამ პერიოდის ისტორიაზე მომუშავე მკვლევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ეს არის პირველი გამოცემა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის საგანმანათლებლო სისტემას ასახავს.

„ფართო მკითხველს შესაძლებლობა აქვს, დამოუკიდებლობის იმ მოკლე პერიოდში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში განათლების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნოს. XX საუკუნის ქართული საგანმანათლებლო სისტემა, სადაც უზარმაზარი შრომა არის ჩადებული, სათავეს სწორედ ამ დროიდან იღებს. შესაბამისად, ეს არის ძალიან საინტერესო ეპოქა, აღწერილია საინტერესო საკითხი, რომელზეც არაერთი ჯგუფი მუშაობდა“, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

თსუ-ს ინფორმაციით, ორენოვანი გამოცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა.

თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილების უფროსის ნინო სულაძის თქმით, გამოცემა საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც თბილისის ისტორია და იმდროინდელი განათლების საკითხები აინტერესებს.

„თბილისის მერია უკვე რამდენიმე წელია პროგრამას „შემოქმედებითი თბილისი“ ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საგამომცემლო საქმიანობაა. თბილისის მერიამ დედაქალაქის განვითარების სხვადასხვა ეტაპის, ისტორიის, კულტურის ამსახველი არაერთი საინტერესო გამოცემა დააფინანსა. სწორედ ამ მიმართულების პროდუქტია ეს წიგნიც, რომელსაც თბილისის მერიამ მხარი დიდი სიამოვნებით დაუჭირა“, - აღნიშნა ნინო სულაძემ.

გამოცემაში საგანმანათლებლო მიმართულებით, 1918-1921 წლების ოფიციალურ ქრონიკებსა და პუბლიცისტურ მასალებს ცალკე თავი ეთმობა. წიგნი გამოსაცემად თსუ ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის თანამშრომლებმა მოამზადეს.

„1918-1921 წლებში პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ძალიან სერიოზული რეფორმები განხორციელდა. მათ შორის იყო განათლების რეფორმა, რომელმაც არსებულ საგანმანათლებლო სისტემაში ძირეული ცვლილებები მოახდინა. სწორედ ამ საკითხზე ვიმუშავეთ. გამოცემაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია თბილისში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებზე,“ - განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ზურაბ გაიპარაშვილმა.

ორენოვანი გამოცემა „განათლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) დედაქალაქში“ სტუდენტებს, ისტორიკოსებს, განათლების მკვლევრებსა და თბილისის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში მიმდინარე საგანმანათლებლო პოლიტიკაზე ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა