ანონსი 8 ივლისი

8 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსის“ გარდენ ჰოლში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ლაბორატორია „აგროლაბისა“ და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.

შეხვედრას ფერმერები, მთავრობის, ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკონტაქტო: 591 051 905

8 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ბანკის მენეჯმენტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემა: გლობალური გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - საპასუხო ქმედებები და სამომავლო ნაბიჯები.

8 ივლისს, 12:00 საათზე, „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) მედიისთვის ანგარიშის - „ძალადობრივი ჯგუფების ანატომია“ - პრეზენტაციას გამართავს.

მის: ქობულეთის ქ. 34/36, სად. 1, სართ. 4, ბინა 5 (მედიის განვითარების ფონდის (MDF) ოფისი)

საკონტაქტო: 598 10 15 08

8 ივლისს, 13:00 სააათზე, „უსინათლოთა კავშირის" ფოიეში უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლებული, მოშიმშილე უსინათლოები, მათ შორის 9 აპრილის გმირი მომღერალი ლელა ვეფხვაძე, „ლეიბორისტული პარტიის" ერთ–ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

მის: ბოჭორმის ქ. 23

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

8 ივლისს, 14:30 საათზე, ბათუმში, ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, „ევროპული საქართველო“, „ტაბულა“, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება დეოლიგარქიზაციის კამპანიის ფარგლებში, ფილმის ჩვენების ღონისძიების „ქართველი, მაშასადამე ევროპელის“ მზადების პროცესს დაესწრებიან და განცხადებებს გააკეთებენ.

მის: ბათუმის ბულვარი, საზაფხულო თეატრი

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა