ხათუნა სამნიძე - მინდა ირაკლი კობახიძეს და „ოცნებას“ ვუთხრა, თუ დატოვებენ 5%-იან ბარიერს და უფრო გააღრმავებენ პოლარიზაციას, თვითონვე გაებმებიან მახეში

კობახიძეს ვურჩევ, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ნუ აკეთებს - მინდა მას და მთელ „ოცნებას“ ვუთხრა, თუ დატოვებენ 5%-იან ბარიერს და უფრო გააღრმავებენ პოლარიზაციას, თვითონვე გაებმებიან ამ მახეში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შემოსული პატარა პარტიების ეშინია, - ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკენ“ არ გადაიხარონ, რასაც შესაძლოა მათი ხელისუფლების ცვლილება მოჰყვეს.

ხათუნა სამნიძის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ისევ 5%-იან ბარიერს დატოვებს, შეიქმნება ოპოზიციური გაერთიანება, რაც ხელისუფლების ცვლილებას გამოიწვევს.

„კობახიძეს ვურჩევ, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ნუ აკეთებს. 12-პუნქტიან ჩამონათვალში, სადაც საუბარია დეპოლარიზაციაზე და საარჩევნო კოდექსზე, ორივე საკითხს უკავშირდება ბარიერი და საკონსტიტუციო ცვლილება. საუბარია მომავალში ქვეყანას ჰქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი. არგუმენტი, რატომაც არ აკეთებს ამას ხელისუფლება, ისინი ამბობენ, რომ პატარა პარტიები მერე გადაიხრებიან „ნაციონალური მოძრაობისკენ“ და ხელისუფლებასაც წაგვართმევენო. ქვეტექსტი იყო, რომ მათ ეშინიათ პატარა პარტიების. მინდა მას და მთელ „ოცნებას“ ვუთხრა, თუ დატოვებენ 5%-იან ბარიერს და უფრო გააღრმავებენ პოლარიზაციას, თვითონვე გაებმებიან ამ მახეში. ასეთ შემთხვევაში, პარტიების ისეთი გაერთიანება მოხდება, კი დააზიანებს პატარა პარტიებს, მაგრამ აქაც ხელისუფლების შეცვლის თვალსაზრისით, რისიც „ოცნებას“ ეშინია, ამას მიიღებს, რადგან შეიქმნება დიდი კოალიცია, არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, არამედ ცალკე, „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარება ამ პროცესს და „ქართული ოცნება“ არ იქნება ხელისუფლებაში. ეს არ არის გადარჩენის მექანიზმი, მინდა ეს „ოცნებამ“ დაინახოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არის როგორც შესაძლებლობა, აღდგეს ნდობა და ამას არ აკეთებენ“, - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს