მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, “წითელი ხიდისა“ და ,,სარფის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მ.გ.-სა და ი.გ.-ს, როგორც ფიზიკური ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 133,81 გრამი) და ოქროს ზოდი (20 გრამი) გამოვლინდა.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 424,99 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში, 18 424,99 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

მებაჟე ოფიცრებმა, საზღვარზე კანონდარღვევით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის კიდევ 3 ფაქტი აღკვეთეს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“.

საქართველოს მოქალაქეებს ჯამში, 238,95 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ასევე, 239,33 გრამი ოქროს მონეტა და 14 გრამი ვერცხლის ნაკეთობები ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ნ.გ.-ს, სანქციის სახით, ჯარიმა, 3240 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ნ.ბ.-სა და მ.ფ.-ს მიმართ საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო