ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მოლოდინი არსებობს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლომდე 10%-იან ნიშნულს უნდა ჩამოცდეს

"თიბისის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მოლოდინი არსებობს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლომდე 10%-იან ნიშნულს უნდა ჩამოცდეს.

როგორც ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც კი ინფლაციის ტრენდი შემცირებისკან იქნება, რეფინანსირების განაკვეთიც შემცირდება.

"ინფლაციის გამოწვევა არა მარტო საქართველოში არსებობს, მთლიანად მსოფლიოშია. თუ შევხედავთ ბოლო თვის ინფლაციას, კარგი რაც შეიძლება ითქვას, თუ მანამდე 13%-ზე იყო, ახლა შემცირების ტრენდია. "თიბისის" მოლოდინია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლომდე 10%-იან ნიშნულს უნდა ჩამოცდეს. რა თქმა უნდა, ინფლაცია ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. სწორედ ამით არის გამოწვეული ის, რომ რეფინანსირების განაკვეთს ზრდის ტენდენცია აქვს. როგორც კი ინფლაციის ტრენდი შემცირებისკენ იქნება, ჩვენი მოლოდინია, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება. ეს კი ირიბად გავლენას მოახდენს საპროცენტო განაკვეთზე ლარებზე და შემცირდება. რამდენად მოახდინა რეფინანსირების განაკვეთმა სესხების ზრდაზე ზეგავლენა, აქ შეიძლება დადებითად აღვნიშნოთ ის, რომ საკმაოდ კარგი ზრდა აქვს ეკონომიკას 2022 წელს. "თიბისი" მინიმუმ 10%-ზე მეტ ზრდას პროგნოზირებს. ეკონომიკის ზრდა უზრუნველყოფს იმას, რომ მიუხედავად საპროცენტო განაკვეთების ზრდისა, როგორც ლარებში, ასევე უცხოურ ვალუტაში, საკრედიტო პორტფელი ზრდა დაახლოებით, 18-20%-ის ფარგლებში იქნება. გამოწვევა არის ის, რომ ინფლაციის გამო რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა, შესაბამისად, გაძვირდა საპროცენტო სესხები, მაგრამ ეკონომიკის რეალურმა ზრდამ უზრუნველყო ის, რომ ეკონომიკაში ზრდა მაინც ყოფილიყო, შესაბამისად საკრედიტო პორტფელშიც",- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ამასთან, ბუცხრიკიძის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეკონომიკაზე გადის.

"აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია როგორც წლევანდელი წლის ზრდა ეკონომიკის იყოს სწრაფი, ასევე ისეთი სტრატეგიული პროექტების განხორციელება, რომელიც ეკონომიკის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს გრძელვადიან პერიოდში",- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ბანკის მენეჯმენტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის თემა გლობალური გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - საპასუხო ქმედებები და სამომავლო ნაბიჯებია.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია