ოთარ შამუგია USAID-ი ევროპის და აზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპის და აზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს, ალექსანდრე სოკოლოვსკის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე განაცხადა, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროგრამასა და პროექტს ახორციელებს და ხელშესახები შედეგებიც სახეზეა.

„მინისტრმა ხაზი 2018 წლიდან, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში USAID-ის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერის ფაქტს გაუსვა.

ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, 2018 წელს დაწყებული თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტი წარმატებით დაასრულა. 30 000 ტონა დაბალი ხარისხის თხილიდან სექტორმა მოსავლიანობის გაორმაგება და 60 000 ტონამდე საშუალო და კარგი ხარისხის თხილის მოსავლის მიღება შეძლო.

შეხვედრაზე ყურადღება ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის საკითხზე გამახვილდა. ოთარ შამუგიამ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო ათწლიანი სტრატეგიის ჭრილში გეგმავს, სტრატეგიულ ბაზრებზე მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობები განახორციელოს, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ასევე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაზე პირდაპირ აისახება.

ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელმაც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით პოპულარიზაციის და მარკეტინგის გეგმა შეიმუშავა, რაც ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე გაყიდვების ზრდაზე მნიშვნელოვნად აისახება.

ალექსანდრე სოკოლოვსკიმ მზადყოფნა გამოთქვა, USAID-ის რეგიონული ოფისის ჩართულობით ქართულ მხარესთან თანამშრომლობა გააგრძელოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას მხარი დაუჭიროს და დაინტერესებული კომპანიები ერთმანეთთან დააკავშიროს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს დესპანი გიორგი ციკოლია ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს