ნევროლოგი ოთარ თოიძე - როგორც ვამბობდით, ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილის დაავადების განკურნება შეუძლებელია, ის საპატიმრო პირობებში იმყოფება, განსხვავება არ არის, იქნება რუსთავში თუ კლინიკაში

კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნევროლოგი, ოთარ თოიძე და ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი შევიდნენ. როგორც მათ კლინიკაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადეს, დღევანდელი ვიზიტი საექსპერტო ხასიათისაა, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად გაეცნონ.

„დასკვნის გაფორმება ფინალურ სტადიას უახლოვდება, ამიტომ აუცილებელია პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსი აღიწეროს. ბოლო ვიზიტიდან გასულია უკვე თითქმის 2 კვირაზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, რაც უნდა ვნახოთ და ისტორიაში ჩაიწეროს, ასევე დასკვნაშიც. ამიტომ ჩვენი დღევანდელი ვიზიტი არის მორიგი საექსპერტო ვიზიტი“, - განაცხადა თოიძემ.

მისი თქმით, იმაზე, რომ ასეთი ფორმითა და საშუალებებით მკურნალობა შედეგიანი არ იქნებოდა, ექსპერტები დიდი ხნის წინ საუბრობდნენ.

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია, ის საპატიმრო პირობებში იმყოფება, განსხვავება არ არის, იქნება რუსთავში თუ კლინიკაში“, - განაცხადა თოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა