სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის ტრენინგი გაიმართა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს და ისეთ მნიშვნელოვან თემებს ითვალისწინებდა, როგორიცაა ოზონდამშლელ ნივთიერებებთან დაკავშირებული ეროვნული რეგულირება და საკანონმდებლო ბაზა, ალტერნატიული ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობის ზომები და მოწყობილობების უსაფრთხო მოპყრობა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკოსების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, რადგან ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბური აირების ემისიების შემცირება სწორედ მათ კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული. სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სფეროს პოპულარიზაციისთვის, საჭიროა სერტიფიცირებული ტექნიკოსების შესაძლებლობების გაძლიერება და ამ სექტორში განხორციელებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაცნობა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა.

მათივე ცნობით, ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამის” ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროგრამა 2009 წლიდან ხორციელდება და მონრეალის ოქმით ნაკისრი ვალდებულებების, კერძოდ კი, ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების/შემცირების განხორციელებას ხელს უწყობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო