გიული ალასანია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის პროცესი უნდა დაჩქარდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას ისევ აღენიშნება სისუსტე. როგორც მან კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი ნორმალურად ვერ მოძრაობს.

„პირველ რიგში, გამოსავალი არის ნორმალური გამოკვლევა, რომელიც როგორც ჩანს, ბოლომდე არ ჩატარებულა. გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს, ე.ი. არ ჩატარებულა, რომ ზუსტი დიაგნოზი გვქონდეს. მეათე თვეა ბოლოს და ბოლოს ადამიანი ამ მდგომარეობაშია და უარესობისკენ წავიდა საქმე. მდგომარეობა დასტაბილურდასავით, მაგრამ გაუმჯობესება არ ჩანს. როგორც ჩანს, სწორია ის აზრი, რომელიც არაერთ ექიმს ჰქონდა და აქვს, რომ სწორი იქნება მისი აქედან გადაყვანა და შესაბამის კლინიკაში მოთავსება, საჭიროა ნორმალური მკურნალობის ჩატარება და სწორი დიაგნოზის დასმა", - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის პროცესი უნდა დაჩქარდეს.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა ჩივილები აქვს მიხეილ სააკაშვილს, გიული ალასანიამ უპასუხა, რომ ის ნორმალურად ვერ მოძრაობს. "ჩივილები აქვს ის, რომ ნორმალურად ვერ მოძრაობს, ჯდომას დაწოლა ურჩევნია და ჯდომა ურჩევნია დგომას",-განაცხადა ალასანიამ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა