კობა გვენეტაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება

ჩვენ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განახლებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აგვისტოს დასაწყისში გავაკეთებთ. იმ შედეგებიდან გამომდინარე რაც აქამდე გვაქვს, ასევე ტრენდების გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე - ხედავს თუ არა ეროვნული ბანკი ეკონომიკის გადახურების რისკს? კობა გვენეტაძე პასუხობს: „სწორედ ამიტომ უნდა გავაანალიზოთ, არის თუ არა ეს ზრდა ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე, თუ ეს არის დროებითი ფაქტორებიდან გამოწვეული ზრდა“.

„ყველას ინტერესია რომ ზრდა გრძელვადიანი და მდგრადი იყოს. სტატიკურად არ ვუყურებთ არცერთ რიცხვს. იმისთვის, რომ ზრდა მდგრადი იყოს, ინფლაცია არ გადაიზარდოს მოლოდინებში და დაიწყოს შემცირება. ჩვენ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განახლებას გავაკეთებთ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აგვისტოს დასაწყისში. იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც აქამდე გვაქვს და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება. რაც შეეხება ინფლაციას, ვაანალიზებთ იმ ინფორმაციას, რასაც ვიღებთ. აქაც ბევრი ცვლილებები ხდება. ამ ეტაპზე, ის პროგნოზი, რომელიც გვაქვს, თუნდაც ინფლაციასთან დაკავშირებით, იგივეა, ეს არის საშუალოდ 8,5-9%, წლის ბოლოს 9,5%. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ბევრი ცვლილება ხდება, რთული სათქმელია, განახლება როგორ მოხდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომელიც ინფლაციის გაზრდის უკანაა.

როგორც სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ყველა არსებული მაჩვენებელი ყურადღების ქვეშაა.

„დღეს არის მაღალი დოლარიზაცია. ამ სიტუაციაში ჩვეულებრივმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა შეიძლება ვერ შეასრულოს თავისი როლი, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ზომის მიღება გახდეს შესაძლებელი. ეს უნიკალური არ იქნება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, სხვა ეროვნული ბანკებიც აკეთებენ ამას. თუმცა, გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მიმდინარეობები გვექნება და რა ანალიზს დაგვიდებს ის ინფორმაცია, რომელიც გვექნება. მაშინ, როდესაც ხდება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ეს მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ლარის სესხები ხდება უფრო ძვირი, ამ შემთხვევაში მიმზიდველობა სავალუტო სესხების უფრო იზრდება, რის გამოც ის ეფექტი, რაც ჩვენ გვინდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებიდან, არის კომპენსირებული სავალუტო სესხების ზრდის. ის, თუ რა შედეგები აქვს სავალუტო სესხების ზრდას, ასევე ცნობილია, რადგან ეს ქმნის ფინანსური სტაბილურობის რისკებს. ჩვენ თუ შევხედავთ უმოქმედო სესხების დინამიკას, მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ძალიან დიდი ნაწილი, თითქმის 2/3 გაფუჭებული სესხების, არის ზუსტად დოლარში და ევროში აღებულ სესხებზე, რომელიც თავის დროზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო, თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მსესხებლებმა მათ გადახდა ვერ მოახერხეს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ფინანსურ სტაბილურობას არ შეექმნას პრობლემები და ამავე დროს მოთხოვნების მხრიდან ფაქტორები არ წამოვიდეს ინფლაციის გაზრდის“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ბანკის მენეჯმენტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა გლობალური გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - საპასუხო ქმედებები და სამომავლო ნაბიჯები იყო.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა