საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის პირობებს და დაზღვევის ხელშეკრულებას საკუთარ ვებ-გვერდზე საჯაროდ განათავსებს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის პირობებს და დაზღვევის ხელშეკრულებას საკუთარ ვებ-გვერდზე საჯაროდ განათავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

კომპანიის სამედიცინო დაზღვევის დირექტორის თეო აქიმიძის განცხადებით, თუ ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორაციულ სეგმენტში ვითარება, ასე თუ ისე დარეგულირებულია, სადაზღვევო ბაზარზე გამოწვევად რჩება ინდივიდუალური დაზღვევის სრულყოფილი პირობების არარსებობა.

„ყველა სადაზღვევო კომპანიის, ჩვენი კომპანიის ჩათვლით, ინდივიდუალური დაზღევევა არის საკმაოდ შეზღუდული. მინიმუმ ერთწლიანი მოლოდინის პერიოდით გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებებზე და გამონაკლისების საკმაოდ დიდი ჩამონათვალით. მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ დაზღვევის პირობების მნიშვნელოვანი ნიუანსები მათთვის მხოლოდ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ხდება ცნობილი. შესაბამისად, დაზღვეულისთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი იჩენს ხოლმე თავს“,- აღნიშნა თეო აქიმიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა წინასწარ იცოდეს რა ტიპის დაზღვევას ყიდულობს და შეძენამდე აუცილებელია დეტალურად გაეცნონ კონტრაქტის პირობებს.

„ჩვენი მენეჯერები მზად არიან მომხმარებელთან ერთად დეტალურად შეადარონ ჩვენი პირობები სხვა კომპანიების პირობებს და შეურჩიონ საუკეთესო პაკეტი. ჩვენთან, ისევე როგორც სხვა კომპანიებში, ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უკავია. დაახლოებით 60-70 %. 2017 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაზღვევაზე ანაზღაურებული ზარალები ყოველწლიურად 8-9 მილიონ ლარს შეადგენს.

ოპერირები სდაწყებიდან დღემდე ჩვენს კომპანიას მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით 40 მილიონ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული. დღეის მონაცემებით კი ჩვენ კომპანიაში ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი 40 000-ს აღემატება.

დაზღვევის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე https://igg.ge/product/16 ",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა