გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის „აგროლაბი“ პრეზენტაციის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ლაბორატორიის „აგროლაბი“ და სატელიტური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ თანამედროვე სტანდარტის ლაბორატორიის „აგროლაბი“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორია თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, სადაც შესაძლებელია, მაღალი ხარისხის გარანტიით სრული კვლევები ჩატარდეს, როგორც სურსათის უვნებლობაზე, ვეტერინარიაზე, მცენარეთა დაცვაზე, ასევე, ნიადაგსა და წყალზე.

„დღეს ფერმერთა ასოციაცია და „აგროლაბი“ ერთად აკეთებენ პრეზენტაციას, სადაც არამარტო ლაბორატორიების საჭიროებაზე ვსაუბრობთ, არამედ იმაზეც, რომ გვჭირდება მუდმივი მუშაობა, გვჭირდება, ფერმერებამდე მივიტანოთ, რომ წარმატების საფუძველი არის ცოდნა. ბოლო 5-6 წელია სახელმწიფო ლაბორატორიის სისტემას მუდმივად ავითარებს, რისთვისაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი იხარჯება. ქვეყანაში, სახელმწიფო ლაბორატორიების პარალელურად, დამოუკიდებელი ლაბორატორიები იქმნება. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ და დღეისათვის, ევროპაში თაფლის ექსპორტის 83 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. საქართველოში პრაქტიკულად, უკვე სრული ანალიზი ტარდება. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული ლაბორატორია ისეთ დონეზე იყოს აღჭურვილი, რომ ფერმერს ანალიზის პასუხის მიღებისათვის დედაქალაქში ჩამოსვლა არ უწევდეს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, EOS Crop Monitoring პლატფორმაზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას პროფესიონალური გამოწერის პაკეტი ექნება, რომელსაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს. ასოციაციის მხრიდან მომსახურების ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების მიწოდება და ფერმერთა ტექნოლოგიური ცოდნის განვითარება იქნება უზრუნველყოფილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო