მარიამ ჯიშკარიანი - ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, პროგრესირებს, კვლავ საყურადღებო რჩება კვებითი თერაპიის პრობლემა

ცენტრ „ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, აუცილებელია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია სათანადო კლინიკაში.

როგორც ჯიშკარიანმა კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლავ პრობლემაა მისი კვებითი თერაპიის სრულად აღდგენა. "კვლევების საჭიროება თანდათანობით გამოიკვეთა, გარკვეული კვლევები დღესაც მოვითხოვეთ, შემდგომში აუცილებლად მიგვაჩნია მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია შესაბამის კლინიკაში. სულ რომ აქ იყოს "მეიოს კლინიკა" ასეთი პროვოკაციული ელემენტები რომ იქნება საავადმყოფოსა და ციხეში, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. ვგულისხმობ კლინიკა "ვივამედში" ჟურნალისტების შეურაცხყოფას. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კვლევები შეთანხმებულად ტარდება, ჩვენ გამოვთქვით გარკვეული მოსაზრებები და თანხმობა მივიღეთ, ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა", - განაცხადა ჯიშკარიანმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ "ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, პროგრესირებს".

"ასევე, კვლავ საყურადღებო რჩება კვებითი თერაპიის პრობლემა. ორგანიზმის ფუნქციონირების შენარჩუნება ხდება ხელოვნურად მიწოდებით, იქნება ეს საკვები დანამატი, მიკროელემენტი თუ გარკვეული მკურნალობა, ეს ნორმა არ არის. ნივთიერებათა ცვლა უნდა აღდგეს იმ დონეზე, რომ ორგანიზმმა საკვების სახით გარკვეული პროდუქტები მიიღოს და ორგანიზმმა მოახდინოს ფუნქციონირება თვითრეგულაციის რეჟიმში",-განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, კლინიკა "ვივამედთან" მომუშავე ჟურნალისტებს უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს