კობა გვენეტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გამართა

გლობალური გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, საპასუხო ქმედებები და სამომავლო ნაბიჯები - ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან განიხილა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა მიმოიხილა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მაკროეკონომიკური ტენდენციები, არსებული გამოწვევები და ქვეყნის ცენტრალური ბანკის მაკრო-ფინანსური პოლიტიკა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა გლობალურ გამოწვევას - ინფლაციას და ასოციაციის წევრებს დეტალურად გააცნო ფასების ზრდის ძირითადი მიზეზები.

„როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი გამჭვირვალობაა, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. ჩვენი ნაბიჯები, ბანკის მანდატის ფარგლებში ყოველთვის გათვლილია საზოგადოების კეთილდღეობაზე. მე რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რომ უფრო დეტალურად ავუხსნა მათ ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგი. ბიზნეს ასოციაციის წევრებს გარკვეული პერიოდულობით ვხვდები, რადგან აუცილებლად მიმაჩნია მათ ქონდეთ სწორი მოლოდინები და გასაგები იყოს გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შედეგი საქართველოს ეკონომიკაზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა