საპენსიო სააგენტო ივნისის 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს

2022 წლის ივნისის საინვესტიციო სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით 35.61%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0,77% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საპენსიო ფონდმა მარტის თვიდან დაიწყო დოლარის შესყიდვა და 30 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 19% განთავსებულია დოლარში, ხოლო 81% ლარში.

„საპენსიო ფონდის ინვესტირების პროცესის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 16.1% მიმდინარე ანგარიშებზე, 3.4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 4.9% ამერიკის სახაზინო ობლიგაციებში, 9.5% გლობალურ აქციებში, 0.1% უცხოურ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა/ვადიანი ანაბრებში 65.1% განთავსებული.

ამ დროისათვის, საპენსიო აქტივების მოცულობამ 2.437 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 336 მილიონი ლარია. დაგროვებითი პენსიით კი, ივნისის თვის მდგომარეობით 2053-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაცემულმა თანხამ შეადგინა 4,320,840.66 ლარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა