11 ივლისიდან, გადასახადის გადამხდელები გარკვეული განცხადებების რეგისტრაციას მხოლოდ ელექტრონული ფორმით შეძლებენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განცხადებების ელექტრონული ფორმით მომართვიანობის წახალისებისა და დისტანციური სერვისების პოპულრიზაციის მიზნით, მიმდინარე წლის 11 ივლისიდან მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტის დროს გარკვეული განცხადებების რეგისტრაცია შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება: მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებას; ფიზიკური პირისთვის საკუთარი შემოსავლების შესახებ ცნობის გაცემას და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას.

„60 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, უკვე გაეგზავნა საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ სერვისების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, თვითმომსახურების წახალისების მიზნით, შემოსავლების სამსახურში უკვე 452 ელექტრონული სერვისის მიღება არის შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=699“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან