ესტონეთის პრემიერ - მინისტრი თანამდებობას ტოვებს

"ესტონეთის რეფორმის პარტიამ", პარტია „სამშობლომ“ და ესტონეთის “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” მიაღწიეს შეთანხმებას სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კი დაადასტურა, რომ თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ სააგენტო Delfi იუწყება.

კალასმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს, მან თავად შესთავაზა პარტიებს გადადგომა კოალიციაზე შეთანხმების მისაღწევად.

„ეს წინადადება მე წამოვაყენე, რადგან ახალი მინისტრები რომ დამენიშნა, დიდი ხმაური და უკმაყოფილება იქნებოდა“, - თქვა მან.

კალასმა დასძინა, რომ მას და მის კოალიციურ პარტნიორებს სურთ ახალი მთავრობის შექმნა რაც შეიძლება მალე, მაგრამ პარლამენტის შეკრება ამ დროისთვის რთული იქნება, რადგან ზაფხულის არდადეგები უკვე დაწყებულია.

ესტონეთის სამი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი კოალიციის მიზანია ესტონეთის უსაფრთხოების ამაღლება, ხალხისთვის მომავლის რწმენის მიცემა ფასების საყოველთაო ზრდის ფონზე და ასევე ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა