ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

დღეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე რობერტ სპანო, ამავე სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან ლადო ჭანტურია და სასამართლოს მე-5 სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვიქტორ სოლოვეიჩიკი სტუმრობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაციის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ეროვნულ დონეზე კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების ურთიერთგავლენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის მოქმედების პროცედურული და მატერიალური ასპექტები, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმისწარმოების პროცედურა და სასამართლოს უახლესი პრაქტიკა საქართველოსთან მიმართებით. ამასთანავე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციის განხორციელების გზაზე.

რობერტ სპანომ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ყურადღება გაამახვილა ეფექტიანი მართლმსაჯულების როლზე სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ევროპული დემოკრატიის განვითარების პროცესში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა მადლობა გადაუხადეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

დღეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე რობერტ სპანო, ამავე სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან ლადო ჭანტურია და სასამართლოს მე-5 სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვიქტორ სოლოვეიჩიკი სტუმრობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაციის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ეროვნულ დონეზე კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების ურთიერთგავლენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის მოქმედების პროცედურული და მატერიალური ასპექტები, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმისწარმოების პროცედურა და სასამართლოს უახლესი პრაქტიკა საქართველოსთან მიმართებით. ამასთანავე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციის განხორციელების გზაზე.

რობერტ სპანომ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ყურადღება გაამახვილა ეფექტიანი მართლმსაჯულების როლზე სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ევროპული დემოკრატიის განვითარების პროცესში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა მადლობა გადაუხადეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს