ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებას ელოდება ძალიან დიდი შოკი

მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებას ელოდება ძალიან დიდი შოკი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ყველაფრის თქმის უფლება არ აქვს, მაგრამ „სკანდალურ და შოკისმომგვრელ რაღაცებზეა საუბარი“.

„უზრუნველყავით ჩემთვის და სააკაშვილისთვის სამართლიანი სასამართლო და თუ მე წავაგე ეს პროცესი, როგორც ადვოკატმა, ამაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ხმის ამომღები აღარ ვარ. უზრუნველყოს სასამართლომ სამართლებრივი პროცესი და დამერწმუნეთ, სასამართლოს წააგებენ 100-ით ნულს, იმიტომ, რომ მე ბევრი რაღაცის თქმის უფლება არა მაქვს, სკანდალურ და შოკისმომგვრელ რაღაცებზეა საუბარი. მისი ავადმყოფობის მდგომარეობასთან დაკავშირებული რაც არის, საზოგადოებას ელოდება ძალიან დიდი სიურპრიზი და შოკი, რომელიც, ვინც არ უნდა ჩაერთოს, ჩვენი იურიდიული კომპანიის გარეთ არ გავა ჯერჯერობით. მე მოვითხოვ, სასამართლოზე კამერები დადგეს ისე კი არა, ადვოკატებს ზურგიდან რომ აჩვენებენ, პირიქით, პირდაპირ დაგვიყენონ კამერები, რომ საზოგადოებამ ბევრი რამ კარგად მოისმინოს და მონიტორები დაგვიყენონ იმიტომ, რომ ბევრი რაღაც უნდა ვაჩვენოთ მონიტორზე“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძემ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

„ვიზუალურად მისი მდგომარეობა არის ძალიან ცუდი, აქვს არაადამიანური სახის ფერი, პიგმენტები სახეზე, ხელები დამჭკნარ მდგომარეობაში, არის ძალიან სუსტად, საწოლიდან წამოდგება და რაღაც მომენტში სავარძელში ჩაჯდება, რაღაც მომენტში თავბრუ ეხვევა და სავარძლამდეც ვერ მიდის, საუბრის დროს ხშირ შემთხვევაში ეძინება და რაც ყველაზე ცუდია, ერთი და იგივე ამბავი შეუძლია ორ-სამჯერ მოგიყვეს და მერე რომ ეტყვი, ეს ამბავი წეღან მომიყევი, ამბობს, უი, ეს არ მახსოვს, წეღან თუ მოგიყევიო. ეს როგორც ჩანს, რაღაც დაავადებებზე მიუთითებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ თანაგუნდელები უფრო მეტად არ აქტიურობენ.

„პირდაპირ გეტყვით, რა განცხადებაც გავაკეთე, გუშინწინ ტელევიზიით გამოვედი და სააკაშვილის მდგომარეობა აღვწერე, სააკაშვილის გუნდელებს დიდი ამბავი უნდა ჰქონდეთ დღესაც და რაღაც არ დამინახიან. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოა, მის თანაგუნდელებზე და მაგაზე ძირითადად არ ვსაუბრობთ, მაგრამ უკმაყოფილოა იმით, რომ ნაკლები აქტიურობაა, ის თვლის, რომ უფრო მეტი აქტიურობა უნდა იყოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია