გიორგი ხანიშვილი მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში მეთხილე ფერმერებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ინგირში, გიორგი ხანიშვილმა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი ფერმერების ბაღები დაათვალიერა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

„აუცილებელია, გამოვიყენოთ უნალექო პერიოდი და ის პრობლემა, რომელიც შექმნა გადაუღებელმა წვიმებმა, აღმოვფხვრათ აქტიური წამლობებით. რეკომენდაციებს გასცემს როგორც საკონსულტაციო ცენტრები, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ რჩევების გათვალისწინება, რეკომენდებული სამი წამლობა, მათ შორის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ნამდვილად მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ხარისხიანი მოსავალი და საექსპორტო პოტენციალი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, უამინდობით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უკვე განაახლეს ფართობების დამუშავება სპეციალისტების მიერ დადგენილი სქემით, რაშიც მათ აგროკონსულტანტები უწევენ დახმარებას; ხელმისაწვდომია შესაწამლი აპარატებიც, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა.

გიორგი ხანიშვილი სახელმწიფო რწმუნებულს სამეგრელოს რეგიონში გიორგი გუგუჩიას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებსა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სააგენტოს მიერ ტარდება ყველა ღონისძიება იმისათვის, რომ მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს. ხაზგასმით აღინიშნა მოსახლეობასთან კომუნიკაციის და ინფორმირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო