ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის ურბანული კატასტროფების რისკის მართვის, მდგრადობის და მიწის გლობალური მართვის საკითხებში დირექტორს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის ურბანული კატასტროფების რისკის მართვის, მდგრადობის და მიწის გლობალური მართვის საკითხებში დირექტორს სამეჰ ვაჰბას შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა სამეჰ ვაჰბას იმ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო მსოფლიო ბანკისგან სხვადასხვა მიმართულების განვითარებისთვის იღებს.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მელიორაციის კუთხით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რამაც საშუალება მოგვცა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესისთვის მიგვეღწია”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში.

„პროექტის ძირითადი მიმართულებაა საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მოდერნიზაცია. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორგანიზაციების რეფორმის პროცესის ხელშეწყობას, კერძოდ, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ფინანსური, ინსტიტუციონალური, მდგრადი ოპერირების, საინვესტიციო დაგეგმარების, გამართული საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებებს.

შეხვედრაზე, მსოფლიო ბანკის დირექტორმა, სამეჰ ვაჰბამ დადებითად შეაფასა საქართველოში ირიგაციისა და მიწის მართვის მიმართულებით მსოფლიო ბანკთან ერთად განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მისივე განცხადებით, ახალი პროექტი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი” (GRAIL) ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი კლიმატის ცვლილებების კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს