თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამი მიულოცა.

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს - თანადგომის, მიტევების, სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს. მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - ნათქვამია თორნიკე რიჟვაძის განცხადებაში.

მუსლიმური სამყარო დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, ყურბან ბაირამს ზეიმობს.

დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება და ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა. მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა (რომელსაც ურიგებენ ღარიბ-ღატაკებს) გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან