IBRD-მა, საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ და USAID-მა ერთი დონორის ნდობის ფონდი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც უკრაინას 1,7 მილიარდი დოლარის გრანტი გადაერიცხება

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა (IBRD), საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ და USAID-მა ერთი დონორის ნდობის ფონდი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც 1,7 მილიარდი დოლარის გრანტი უკრაინას გადაერიცხება,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი შეთანხმების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

„გრანტის მოზიდვა მოხდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში უსასყიდლოდ, უკან დაბრუნების გარეშე, USAID-ისგან IBRD-ისა და IDA-ს მხარდაჭერით“, - განაცხადა შმიგალმა.

მისივე თქმით, თანხები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, სამედიცინო გარანტიების პროგრამით სამედიცინო მომსახურების გადახდას მოხმარდება.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან", - შეაჯამა პრემიერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე უკრაინა მიიღებს კიდევ 20 მილიარდი დოლარის დახმარებას და მხარდაჭერას საერთაშორისო პარტნიორებისგან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა