გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იმერეთის მხარის რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს და რეგიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

უწყების ცნობით, ყურადღება კლიმატური პირობებით გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლის, მათ შორის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოების შეფერხებასა და რისკების პრევენციაზე გამახვილდა.

გიორგი ხანიშვილმა ფაროსანას და სხვა მავნებელი-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სახელმწიფოს ყველა რგოლის კოორდინირებული მუშაობის და ფერმერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„სახელმწიფო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აქტიურად ატარებს. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, უმთავრესია, რომ თითოეულმა ფერმერმა მაქსიმალური გააკეთოს და საკუთარ ფართობებზე აგროკალენდრით გათვალისწინებული სამუშაოები ჩაატაროს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ, მავნებლის საწინააღმდეგოდ რეგიონში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დღეისათვის, დასავლეთ საქართველოში, ფაროსანას საწინააღმდეგოდ 14 ათასამდე ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს