ამერიკის სიმინდის და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრი საქართველოსთვის მარცვლეულის კულტურების თვითუზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელ, ქერი ფაულერს შორის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას, სადაც საქართველოს ხორბლის თვითუზრუნველყოფის საკითხი იყო განხილული, მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, დამატებითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვაშინგტონიდან სიმინდის და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის (CIMMYT) გენერალური დირექტორი, ბრემ გოვაერცი ონლაინ ჩაერთო.

„მხარეებმა საქართველოში ხორბლის თვითუზრუნველყოფის გაზრდის საკითხის დეტალები განიხილეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ხარისხიანი სათესლე მასალის მოწოდება და შემდგომში ხორბლის წარმოების გაზრდაა. ოთარ შამუგიამ დეტალურად განიხილა საქართველოში მარცვლეული კულტურების თვითუზრუნველყოფის გაზრდასთან დაკავშირებული გეგმები, სადაც ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

CIMMYT-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ამერიკის სიმინდის და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრი საქართველოსთვის მარცვლეულის კულტურების თვითუზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა