უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარსკაცი კახა გოგოლი ფოთში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა.

მეზობლების ინფორმაციით, კახა მეომარი იყო და გმირულად დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, იგი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 15 დღეში გაემგზავრა.

ახლობლებისთვის ჯერ უცნობია, როდის მოხდება საქართველოში ჯარისკაცის ცხედრის გადმოსვენება.

„სოციალური ქსელიდან გავიგეთ ეს ამბავი. თავზარდაცემულები ვართ. კახა ზედმეტად პატრიოტი ადამიანი იყო, თავის სამშობლოზე უაღრესად შეყვარებული. თავის დროზე აფხაზეთშიც ომობდა. გვიჭირს მასზე წარსულში საუბარი“, - განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა ზვიად ლეჟავამ.

კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ამავე ინფორმაციით, ჯარისკაცის ცხედარი უკვე ლუგანსკის ოლქშია გადასვენებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს