ანონსი 11 ივლისი

11 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საჯარო განხილვას გამართავს.

თემა: წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები.

საჯარო განხილვას დაესწრებიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

11 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანალიტოკოს ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ დეპუტატი, ნინო წულაძე პრეზენტაციის სახით წარადგენს ხედვას, თუ რა როლი უნდა ითამაშოს საკრებულომ და მერიამ ევროკომისიის რეკომენდაციების დროულად შესასრულებლად.

მის: თავისუფლების მოედანი #2

საკონტაქტო: 598 43 30 23

11 ივლისს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია პერსონალური სანქციების შესახებ მორიგ ბრიფინგს გამართავს.

მის: მცხეთის ქუჩის 49.

11 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

11 ივლისს, 16:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

11 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია „საქართველო მშვიდობისა და მეგობრობის ხიდი“ და „გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების კავშირი გამართავენ საერთაშორისო კონგრესს. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს საპატრიარქოს, ასევე საქართველოსა და მერკოსურის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები.

მის: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საკონტაქტო: 555 90 32 48

11 ივლისს, 18:00 საათზე, ღია საზოგადოების ფონდი იპოდრომის ტერიტორიაზე (ცინცაძის ქუჩის მხრიდან) გამართავს დისკუსიას იპოდრომის გასხვისებული კორტების შესახებ. დისკუსიას წინ უძღვოდა სამეზობლოს გამოკითხვა და კვლევა.

საკონტაქტო: ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

11 ივლისს, 19:00 საათზე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს გადასცემს.

მის: კოსტავას N14, სასტუმრო “Rooms Hotel Tbilisi”-ის საკონფერენციო სივრცე.

საკონტაქტო პირი: ქეთევან ბერიკაშვილი 577310011

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს