„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ივნისის წლიური ინფლაცია 13.3-დან, 12.8%-მდე შემცირდა, თუმცა, მხოლოდ წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის გამო, რადგანაც წინა თვესთან შედარებით, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ივნისში ფასები მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავდროულად, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ფასების შემცირება და ლარის გამყარება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო თვეებში ყოველთვიური ინფლაცია უკვე დაბალი იქნება, რაც თიბისი კაპიტალის აზრით, წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის შედარებით მეტად შემცირებას გულისხმობს. წლიური ინფლაციის მხრივ, სამიზნესთან დაახლოების მოლოდინი მხოლოდ მომდევნო წელსაა რეალისტური.

ბოლო პერიოდში აშშ დოლარი რეგიონის სხვა ვალუტებთან მიმართებით გამყარდა. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, ლარის დამატებით გამყარების, მართალია მხოლოდ მცირე, მაგრამ პოტენციალი კვლავ არსებობს.

ევრო/დოლარის წყვილს რაც შეეხება, ახლო პერსპექტივაში პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია. სადღეისოდ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ევროს დამატებით დასუსტება ენერგომატარებლების გაზრდილი ფასების გამო ევროზონის სავაჭრო ბალანსის გაუარესებამაც გამოიწვია. თანაც, გლობალური რეცესიის რისკების ზრდა დოლარის მხარდამჭერი არგუმენტია. ამავდროულად, თიბისი კაპიტალის აზრით, უფრო სანდო, საშუალო ვადიანი ინდიკატორები ევროს გამყარებაზე მიუთითებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ პროციკლური ქცევა შეძლებისდაგვარად იქნას თავიდან არიდებული. საკუთრივ, დოლარის გამყარება უფრო იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეულ პერიოდში ის გაუფასურდება, ვიდრე პირიქით.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს