თამარ ოძელაშვილი - იდეათეკის კარი ღიაა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ქალაქში არსებული ყველა სკოლის მოსწავლისა და მასწავლებლისთვის

განათლების ხელშეწყობა, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, როგორიც საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებია, უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ბანკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2019 წლიდან, ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტს ახორციელებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეების შექმნას გულისხმობს.

საქართველოს 7 სხვადასხვა რეგიონის 12 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები, რომელიც ბიბლიოთეკას, კომპიუტერებს, პროექტორებს და სხვა შემეცნებით ხელსაწყოებს აერთიანებს.

ერთ-ერთი ასეთია ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლა, რომლის 170-ზე მეტ მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა აღნიშნულ საგანმანათლებლო რესურსზე. იდეათეკების პროექტზე და იმ როლზე, რასაც იდეათეკა რეგიონში ახალგაზრდების განვითარებაში თამაშობს, აღნიშნული სკოლის დირექტორს, თამარ ოძელაშვილს გავესაუბრეთ.

უკვე 2 თვეა, ახალქალაქში პირველი იდეათეკა გაიხსნა. როგორ შეაფასებდით ამ დროის მანძილზე იდეათეკის როლს როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების ყოველდღიურობაში?

ძალიან სასიხარულოა, რომ მხოლოდ 2 თვეა გასული იდეათეკის გახსნიდან, მოსწავლეებს კი სივრცე უკვე სრულად ათვისებული აქვთ და იდეათეკა მთელი დატვირთვით მუშაობს. ამ დროის მანძილზე, იდეათეკა მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო სივრცედ იქცა. მოსწავლეები და მასწავლებლები იდეათეკას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. პირველ რიგში, სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგაკვეთილო პროცესში. იდეათეკა არ არის მხოლოდ საინტერესო წიგნებით დატვირთული თაროები, იგი იძლევა თანამედროვე ტექნიკის დაუფლებისა და გამოყენების საშუალებას. ამიტომაც, მოსწავლეები იდეათეკაში ამზადებენ პრეზენტაციებს, უყურებენ სასწავლო-სამეცნიერო ვიდეოებს, უსმენენ კლასიკურ თუ თანამედროვე მუსიკას და ხშირად, თავისუფალ დროსაც აქ ატარებენ მეგობრებთან ერთად.

იდეათეკის სივრცე და აქ განთავსებული საგანმანათლებლო რესურსი მოსწავლეებს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიღებაში ეხმარება. მაგალითად, ჩვენი პროექტის „ფინანსური წიგნიერება“ უდიდესი ნაწილი სწორედ აქ განახორციელდა: შედგა შეხვედრები წარმატებულ მეწარმეებთან, გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებთან და ა.შ.

იდეათეკის გახსნის დღიდან, მოსწავლეების ქცევა საგრძნობლად შეიცვალა - გაკვეთილების შემდეგ, იდეათეკის შესასვლელთან ყოველდღიურად რიგია წიგნების გამოწერასა თუ ჩაბარებაზე. ასევე, მასწავლებლები ამ სივრცეს სიამოვნებით იყენებენ საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის. უფრო მეტიც, ხშირად სკოლის დირექცია სწორედ აქ მართავს სხვადასხვა მიზნით შეხვედრებს პედაგოგებთან.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იდეათეკის კარი ღია არაა მხოლოდ ჩვენი, არამედ ქალაქში არსებული ყველა სკოლის მოსწავლისა და მასწავლებლისთვის.

რა მნიშვნელობა ჰქონდა მსგავსი სივრცის გაჩენას თქვენს ქალაქში და რეგიონში, რომელიც გამოირჩევა თავისი სპეციფიკით - ეთნიკური უმცირესობები, მკაცრი კლიმატი, ა.შ. რა გამოწვევებს აწყდებით რეგიონში ამჟამად განათლების კუთხით?

სკოლა განათლების საძირკველია, ამიტომაც, ვფიქრობ, ადამიანების ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ საზოგადოების ყველა რგოლი ზრუნავდეს სკოლის, განათლების ხელშეწყობაზე. საქართველოს საჯარო სკოლებში იდეათეკების გახსნა, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, როგორიც საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქალაქები თუ სოფლებია, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობებისა და დამატებითი მოტივაციის შესაქმნელად.

სამწუხაროდ, ქალაქ ახალქალაქში არ არსებობს წიგნის მაღაზია, სადაც ახალგაზრდა ადამიანი საკუთარი ინტერესების მინიმალურად დაკმაყოფილებას მაინც შეძლებდა. არც ბიბლიოთეკები და განათლების ალტერნატიული სივრცეები არსებობს ახალქალაქში - ამდენად, ამ უმკაცრესი კლიმატის მქონე რეგიონისთვის, იდეათეკის სივრცეს შეიძლება ითქვას ერთგვარი ოაზისის დატვირთვა აქვს. ადგილი, სადაც ადამიანები იღებენ სულიერ საზრდოს, ეცნობიან ლიტერატურას, მსჯელობენ მათთვის საინტერესო თემებზე და ხელი მიუწვდებათ მრავალფეროვან, თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. 6,000-ზე მეტი მოსწავლე უკვე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა