ირაკლი ღარიბაშვილი - ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა, ეს მართლაც იყო ტრიუმფალური გამარჯვება

ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იყო ტრიუმფალური გამარჯვება.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეც კიდევ ერთხელ ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სახელოვანმა მორაგბეებმა. ეს მართლაც იყო ტრიუმფალური გამარჯვება ჩვენი მორაგბეების და კიდევ ერთხელ, მინდა მათ მადლობა გადავუხადო ასეთი გმირობისთვის, გამარჯვებისთვის. ჩვენ ვამაყობთ თქვენით.

ბოლო პერიოდში ჩვენ არა ერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდით, ჯერ ფეხბურთში, შემდეგ კალათბურთში, ახლა უკვე რაგბში. ეს მართლაც ძალიან დიდი გამარჯვებაა და კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა ვუთხრა მათ“, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს