არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი - არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა დელეგაციას იერარქიის არსებობა და ფულის შეგროვება პატიმართა უკანონო ფონდისთვის, „ობშჩიაკისთვის“

ციხეებში (მაგრამ ძირითადად რუსთავში) იყო აშკარა განსხვავება საკნების პირობებს შორის: მაშინ როცა პატიმართა უმეტესობას უწევდა ცხოვრება ვიწრო და საკმაოდ შელახულ საცხოვრებელში, ზოგიერთი პატიმარი (სავარაუდოდ, ისინი, ვინც პატიმართა იერარქიაში უფრო მაღალ წოდებებს იკავებენ) სარგებლობდნენ შედარებით კომფორტული პირობებით, - ამის შესახებ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) საქართველოში ვიზიტის შემდგომ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, დელეგაცია შეშფოთებული იყო პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის აშკარა ნიშნების აღმოჩენით.

„დელეგაცია შეშფოთებული იყო პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის აშკარა ნიშნების აღმოჩენით, როგორიცაა ტიპიური სიმბოლოები, რომლებიც განთავსებული იყო საკნების კარის ზემოთ და საკნის კედლებზე (განსაკუთრებით №17 საპყრობილეში). გარდა ამისა, ყველა ციხეში (მაგრამ ძირითადად რუსთავში) იყო აშკარა განსხვავება საკნების პირობებს შორის: მაშინ როცა პატიმართა უმეტესობას უწევდა ცხოვრება ვიწრო და საკმაოდ შელახულ საცხოვრებელში, ზოგიერთი პატიმარი (სავარაუდოდ, ისინი, ვინც პატიმართა იერარქიაში უფრო მაღალ წოდებებს იკავებენ) სარგებლობდნენ შედარებით კომფორტული პირობებით, მეტი საცხოვრებელი ფართით, გარემონტებული საკნებით და ბევრი არასტანდარტული აღჭურვილობით (დიდი ტელევიზორები, DVD-ები, hi-fi ანძები, კონდიციონერები, სამზარეულოს კუთხეები და ა.შ.. არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა დელეგაციას იერარქიის არსებობა და ფულის შეგროვება (უფრო სწორად გამოძალვა) პატიმრებისგან, (მაგრამ უფრო ხშირად მათი ოჯახებისგან) პატიმართა უკანონო ფონდისთვის („ობშჩიაკი“) “, - აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე ცნობით, ზემოაღნიშნული ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია პატიმრებს შორის ძალადობის, დაშინებისა და გამოძალვის მაღალი რისკი. რამდენიმე პატიმარი, რომელიც ესაუბრა დელეგაციას, მიუთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაზე (ფიზიკური ძალადობის ან/და სიკვდილით საკუთარი თავის და მათი ოჯახების მიმართ) პატიმრების მხრიდან, როგორც წესი, „ობშჩიაკში“ წვლილის შეტანის შესაძლებლობის ან სურვილის არ ქონის გამო.

კომიტეტი იმეორებს თავის რეკომენდაციებს, რომელიც გაკეთდა 2018 წლის ვიზიტთან დაკავშირებულ ანგარიშში, რომელიც ეხება პატიმრებს შორის ძალადობას, მატერიალურ პირობებს, რეჟიმსა და საქმიანობას (ასევე, ინდივიდუალური რისკისა და საჭიროებების შეფასებას და სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვას) და ციხის პერსონალს.

კომიტეტი 2018 წლის ვიზიტის შემდგომი რეკომენდაციების შინაარსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაავალოს #15 ციხის, ასევე საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობასა და პერსონალს, გამოიჩინონ მუდმივი ყურადღება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაბამისი საშუალება პატიმრებს შორის ძალადობისა და დაშინების პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

„ეს უნდა მოიცავდეს პატიმართა ქცევის მუდმივ მონიტორინგს (მათ შორის სავარაუდო დამნაშავეების და მსხვერპლის იდენტიფიცირებას), პატიმართა შორის დაშინების/ძალადობის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების სათანადო აღრიცხვასა და მოხსენებას და ყველა ინციდენტის საფუძვლიან გამოძიებას. ასევე უნდა გადაიდგას ზომები ფაქტობრივი ან პოტენციური მსხვერპლების დასაცავად რეალური ან პოტენციური დამნაშავეებისგან (მაგ. სხვადასხვა დაწესებულებებში მათი გადაყვანით ან ერთმანეთთან რაიმე სახის კონტაქტის თავიდან აცილებით).

მე-15 საპყრობილეში (ისევე, როგორც სხვა ციხეებში) უნდა დასრულდეს პატიმრების არაფორმალური ლიდერებისთვის უფლებამოსილების დელეგირების პრაქტიკა და მათი გამოყენება პატიმრებში წესრიგისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. პატიმრების ყველა არაფორმალურ ლიდერს და მათ ახლო წრეს უნდა ჩამოერთვათ პრივილეგიები, რომლითაც სხვა პატიმრები არ სარგებლობენ, მათ შორის მატერიალურ პირობებთან დაკავშირებით,“- აღნიშნულია კომიტეტის რეკომენდაციებში.

კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ ყველა ეს რეკომენდაცია რჩება სრულად ძალაში დელეგაციის მიერ 2021 წლის დროებითი ვიზიტის დროს განხორციელებული დაკვირვებების გათვალისწინებით.

არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპული კომიტეტის დელეგაცია საქართველოს 2021 წლის 17-24 მაისს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა გეგუთის №14, ქსანის №15, რუსთავის № 17 და ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს