ISET-ის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამები 2022 წელს 170-მა სტუდენტმა დაამთავრა. ISET-ის კურსდამთავრებულის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სტუდენტები, სტუმრები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ-ს რექტორმა ISET-ის კურსდამთავრებულებს დიპლომების აღება მიულოცა და წარმატება უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იქნება წარმატებული და შეუერთდება იმ ISET-ელებს, რომლებიც უკვე მუშაობენ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით, საერთაშორისო პროგრამებზე სწავლობენ უცხოეთში. ISET-ის პროგრამები საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამებია, მათზე დიდი მოთხოვნაა. ამ პროგრამებმა შარშან მიიღეს FIBAA-ს აკრედიტაცია“,- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„წელს 170-ზე მეტმა ბაკალავრმა და მაგისტრმა დატოვა ISET-ის კედლები და შეუერთდა იმ ძლიერ გუნდს ეკონომიკური ანალიტიკოსების, რომელიც ISET-მა ამ ბოლო 16 წლის მანძილზე გამოუშვა და რომელიც ასე სჭირდება დღეს ქვეყანასაც, რეგიონსაც და ზოგადად, პროფესიულ საზოგადოებას მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა თამარ სულუხიამ.

წლევანდელი დიპლომების დაჯილდოების ცერემონია გამორჩეულია, რადგან სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებთან ერთად, დიპლომები გადაეცემათ ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებსაც. პანდემიით გამოწვეული ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საბაკალავრო პროგრამის პირველი და მეორე თაობის კურსდამთავრებულებმა ერთად მიიღეს მონაწილეობა ღონისძიებაში.

„ISET-ში ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვქონდა როგორც ეკონომიკის, ისე ფინანსების, ბიზნესის ცოდნის განვითარების კუთხით. მივიღეთ დიდი გამოცდილება, როგორც სტაჟირებებით, ისე კონკურსებით. ISET-ში ჩემს კურსზე და ჩემს დაბლა კურსებზე უკვე ბევრი დასაქმებულია. მე პირადად Galt&Taggart-ში ვმუშაობ კვლევის დეპარტამენტში და მიხარია, რომ დღეს აღვნიშნავთ ამ ყველაფერს და ახალ ეტაპს ვიწყებთ ცხოვრებაში“, - განაცხადა ISET-ის კურსდამთავრებულმა გიგა ნოზაძემ.

16 წლის განმავლობაში ISET-მა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. სკოლამ უკვე აღზარდა ეკონომისტების არაერთი თაობა. ISET-ის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია საკუთარი პროფესიით. ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთადერთია ქვეყანაში, რომელთაც საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღეს ეკონომიკის მიმართულებით. სკოლის 500 კურსდამთავრებულის მიერ მეცნიერებაში, საჯარო თუ კერძო სექტორში მიღწეულმა კარიერულმა წარმატებებმა კვლევა პოლიტიკასთან დააკავშირა, ქართველ საზოგადოებას კი მისცა ინფორმაცია და ცოდნა ეკონომიკაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო