ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილებს ყურბან ბაირამი მიულოცა

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს, ისლამური ქვეყნების ელჩებს ყურბან ბაირამი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალწლიან ტრადიციას საქართველოში.

მისი თქმით, საქართველოს მუსლიმ თემს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში.

„თბილისის ჯუმა მეჩეთში ღონისძიებას სასულიერო პირები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, ეტიბარ ემინოვი, დიპლომატები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდნენ.

სრულიად მუსლიმური სამყარო დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს - ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ზეიმობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა