თბილისში პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი ტარდება

სასტუმრო „ბილტმორში“, პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი ტარდება, სადაც 1000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიება 11:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება, 12:00-დან 16:00 საათამდე კი სამუშაოს მაძიებელთა და პოტენციური დამსაქმებელთა შეხვედრები გაიმართება.

ფორუმის ორგანიზატორები არიან: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია.

ღონისძიებაში 80-ზე მეტი კერძო კომპანიის, მათ შორის ბანკების, კლინიკების, მომსახურების სფეროში მომუშავე, ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შესაბამისად, პროფესიული განათლების მქონე, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზე, პირადად გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს.

ფორუმზე ასევე მოწვეულები არიან კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო თუ სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები. აღსანიშნავია, რომ მათი დიდი ნაწილი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სპეციალურ პროგრამებზე სწავლობდა.

„დარწმუნებული ვართ, დასაქმების ფორუმი, ერთის მხრივ, გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს დამსაქმებლებსა და კურსდამთავრებულთა საერთო ინტერესების იდენტიფიცირებას, ასევე დასაქმების მაჩვენებლის ზრდას“, - აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა