ოლეგ ჟდანოვი - უკრაინას მალე 1000 მფრინავი და 10 000-მდე მაღალკვალიფიციური სამხედრო მოსამსახურე ეყოლება, საქმე იმაშია, რომ სტრატეგიულ პერსპექტივაში უკრაინას რუსეთის მილიტარისტული მანქანის შემაკავებლის მთავარი როლი განესაზღვრა

სავარაუდოდ, რას ითვალისწინებს პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის სამხრეთის ტერიტორიების განთავისუფლების შესახებ, დღეისათვის რამდენად არიან მზად უკრაინის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ კონტრშეტევაზე, როგორ ემზადება უკრაინა ოკუპანტებთან გადამწყვეტი ბრძოლებისათვის და ასევე იმაზე, თუ რა ვითარებაა უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, ოლეგ ჟდანოვს ესაუბრა.

- ბატონო ოლეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის სამხრეთ ტერიტორიების გათავისუფლება დაავალა.

უკრაინის სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ტერიტორიებზე ყველგან ომია და შეგიძლიათ გვითხრათ, რუსების მიერ რომელი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას გეგმავს უკრაინის ხელისუფლება და რამდენად მზად არიან უკრაინული ძალების პრეზიდენტის დავალების შესასრულებლად?

- ჯერ უცნობია დეტალურად რაზეა საუბარი. ასეა იმის გამო, რომ უკრაინის სამხრეთ ტერიტორიებში იგულისხმება აზოვის ზღვის სანაპირო და საერთოდ უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთი.

პრეზიდენტმა უკრაინის გენერალურ შტაბს დაავალა შეიმუშაონ გეგმა უკრაინის სამხრეთის გათავისუფლების შესახებ. ჩემი აზრით, ახლა საუბარია აზოვის ზღვის სანაპიროზე, ანუ ხერსონისა და დონეცკის ოლქების გათავისუფლებისთვის მზადებაზე.

ჩემი აზრით, ახლა საუბარია აზოვის ზღვის სანაპიროზე, ანუ ხერსონისა და დონეცკის ოლქების გათავისუფლებისთვის მზადებაზე

- ხერსონის ოლქში უკრაინულ ძალებს აქვთ გარკვეული წარმატებები..

- დიახ, ხერსონის მიმართულებაზე მართლაც გვაქვს გარკვეული წარმატებები და ჩვენ ვცდილობთ ამ მიმართულებაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებები გვქონდეს. ხერსონთან მდგომი უკრაინულ შენაერთები ახლა ჭოგრიტიდან ხედავენ რუსების მიერ ოკუპირებულ ხერსონს.

ხერსონის მიმართულებაზე ჩვენ ცეცხლს ვუხსნით მოწინააღმდეგის არა მხოლოდ პოზიციებს, არამედ ზურგში არსებულ სამხედრო საწყობებს და ვანადგურებთ მათ ტექნიკას და სამხედრო ნაწილებს.

- რუსი პოლკოვნიკი გირკინიც კი აღიარებს, რომ უკრაინული არტილერია არა მხოლოდ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე უკრაინაში, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე ანადგურებს რუსეთის სამხედრო ტექნიკას და სამხედრო საწყობებს.

ამის შესახებ თქვენც და ხშირად სხვების საუბრობენ, მაგრამ თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ამ თემაზე გირკინის აღიარებები?

- გირკინი ოპოზიციურად განწყობილ სამხედროებს ახმოვანებს. მას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო მფარველობს. გირკინი ახმოვანებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის იმ გენერლების აზრს, რომლებიც ცდილობენ პუტინს მიაწოდონ აზრი იმის შესახებ, რომ დღეს რუსეთი პრაქტიკულად არმიის გარეშეა დარჩენილი.

გირკინი ახმოვანებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის იმ გენერლების აზრს, რომლებიც ცდილობენ პუტინს მიაწოდონ აზრი იმის შესახებ, რომ დღეს რუსეთი პრაქტიკულად არმიის გარეშეა დარჩენილი

რუსეთის ტერიტორია ისეთ ადგილადაა გადაქცეული, როგორც ერთ ძველ ებრაულ ანეკდოტშია - შედით ვისაც გინდათ და აიღეთ რაც გინდათ. რუსებს თავის ტერიტორიაზე ოპერატიული შენაერთები აღარ დარჩათ. მათი უდიდესი ნაწილი ან ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა, ან უკრაინის საზღვრებთანაა მობილიზებული.

გირკინის უკან მდგომმა გენერლების პლეადამ ჯერ კიდევ 2 თვის წინ, ვიდრე კრემლი თავის მთავარ მიზნად დონბასისთვის ბრძოლას დაასახელებდა, დაწერეს ანალიტიკური მოხსენება და პატრუშევის საშუალებით გადასცეს პუტინს.

ამ მოხსენებაში საუბარი იყო იმაზე, რომ არ იყო საჭირო დონბასისთვის ეპიკური ომის დაწყება. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა დონბასის იმ 1/3-ზე პოზიციების გაძლიერება, რომელიც რუსულ ჯარს 24 თებერვლამდე ჰქონდათ დაკავებული. მათივე აზრით, ამ ამოცანის შესასრულებლად რუსეთის ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთები რომელიც იქ იდგენენ, შეასრულებდნენ.

სამხედროების წინადადებაზე პუტინის პასუხი ასეთი იყო - ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და იგი არაფერს არ შეცვლიდა.

- უკრაინას სამხედრო ტექნიკით ევროპის ქვეყნები და აშშ ეხმარება. მანამდე ამბობდნენ, რომ ვიდრე უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან სამხედრო დახმარებას სრულად არ მიიღებდა, კიევი კონტრშეტევაზე არ გადავიდოდა.

პრეზიდენტ ზელენსკის მიერ სამხედროებისთვის გაცემულ დავალება იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ უკრაინას უკვე საკმარისად აქვს მიღებული დასავლური სამხედრო ტექნიკა და მას შეუძლია შეტევაზე გადასვლა?

- ვიტყვი ასე - სამხედრო დახმარება უკრაინას სრულად არ აქვს მიღებული, მინისტრ რეზნიკოვის თქვენ მიერ ნახსენები განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე ახლა გადავლენ. უკრაინა აგრძელებს სამხედრო დახმარების მიღებას, მაგრამ ჯერჯერობით ის, რაც ახლა უკვე გვაქვს მიღებული გვაძლევს საშუალებას კონკრეტულ მიმართულებებზე, იქ სადაც კონტრშეტევების განხორციელება შესაძლებელია, ვაწარმოოთ კონტრშეტევები.

უკრაინა აგრძელებს სამხედრო დახმარების მიღებას, მაგრამ ჯერჯერობით ის, რაც ახლა უკვე გვაქვს მიღებული გვაძლევს საშუალებას კონკრეტულ მიმართულებებზე, იქ სადაც კონტრშეტევების განხორციელება შესაძლებელია, ვაწარმოოთ კონტრშეტევები

ამგვარი ქმედებით ჩვენ მოწინააღმდეგეს არ ვაძლევთ ოპერატიული პაუზის მიცემის შესაძლებლობას იმისთვის რომ ამოისუნთქონ. ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსული ძალები საკმაოზე მეტადაც კი გადაღლილები არიან. ამიტომ ჩვენ, იქ სადაც ამის საჭიროებაა, ამ მომენტს ხელიდან არ ვუშვებთ.

- თქვენ ხშირად საუბრობთ უკრაინის ცის დახურვის აუცილებლობაზე.

რამდენადაც ვიცით, უკრაინელ მფრინავები სწავლება-წვრთნებს გერმანიასა და ბრიტანეთში გადიან.

თქვენი ინფორმაციით, ეს პროცესი როგორ მიდის? უკრაინული ცის დახურვის თვალსაზრისით ახლა რა ვითარება გაქვთ?

- პრინციპში პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. ჩემი ინფორმაციით, უკრაინისთვის ავიაციის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება თვე - თვენახევარში იქნება მიღებული. საუბარია ავიაციის ისეთ დასავლურ ნიმუშებზე როგორიცაა F-15 და F-16-ზე.

ჩემი ინფორმაციით, უკრაინისთვის ავიაციის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება თვე - თვენახევარში იქნება მიღებული. საუბარია ავიაციის ისეთ დასავლურ ნიმუშებზე როგორიცაა F-15 და F-16-ზე

პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ავიაციაში ახლაც ბევრად უკეთესად გვაქვს საქმე. ასეა მიუხედავად იმისა, რომ რუსმა გენერალმა კონაშენკოვმა სამჯერ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალები განადგურებულია.

მაგრამ, ფაქტია, რომ უკრაინამ ახლა გააქტიურა იერიშის მიტანისა და დაბომბვის შესაძლებლობები პრაქტიკულად ყველა მიმართულებაზე.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინას მფრინავებს უმზადებენ.

როგორც ვხდები, უკრაინა სერიოზულად ემზადება არა მხოლოდ რუსეთის დასამარცხებლად დონბასში, არამედ იმისთვის, რომ შემდეგ შეეძლოს რუსული აგრესიასთან გამკლავება, თუ ამის საჭიროება იქნება. ასეა?

- დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 1000-მდე მფრინავი გადის მომზადებას. მეტიც, შემიძლია ისიც გითხრათ, რომ მალე უკრაინას 10 000-მდე მაღალკვალიფიციური სამხედრომოსამსახურე ეყოლება.

საქმე იმაშია, უკრაინის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და ნებისმიერი სახის სამხედრო თუ სხვა სახის დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლი და ეს ყველაფერი დიდი და შორსმიმავალი გეგმის ნაწილია.

უკრაინის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და ნებისმიერი სახის სამხედრო თუ სხვა სახის დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლი და ეს ყველაფერი დიდი და შორსმიმავალი გეგმის ნაწილია

სტრატეგიულ პერსპექტივაში უკრაინას რუსეთის მილიტარისტული მანქანის შემაკავებლის მთავარი როლი განესაზღვრა.

- ცნობილია, რომ უკრაინას აშშ და ევროპული ქვეყნები არტილერიის საუკეთესო ნიმუშებს აწვდიან. როგორ მიმდინარეობს საარტილერიო დანადგარებიы მიღება და როგორ ითვისებენ ახალ ტექნიკას უკრაინელი არტილერისტები?

- იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა არტილერისტებმა ამერიკული HIMARS - დან 11 გასროლა განახორციელეს, 10 სამხედრო საწყობებზე და ერთი რუსულ სამხედრო ნაწილზე და ყველა წარმატებული იყო, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინელმა არტილერისტებმა აითვისეს ამერიკული ტექნიკა. საუბარია არტილერიის იმ სახეობაზე, რომელიც რეაქტიული სისტემებიდან ზალპურ ცეცხლს ხსნის.

რაც შეეხება არტილერიას, ჩვენ ახლახან კიდევ მივიღეთ 155 მმ-ის კალიბრის ჰაუბიცები და ზეზუსტი სისტემის საშუალებები. ველოდებით ასევე ზეზუსტი სისტემის „ექსკალიბურების“ მიღებას.

შეიძლება ითქვას, რომ ახლა უკრაინას აქვს საშუალება მტრის ტერიტორიაზე ქირურგიულად აწარმოოს იმ სამხედრო ობიექტებისა და სამიზნეების განადგურება, რომლის გამოყენებას მტერი ჩვენს წინააღმდეგ აპირებს. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა დღეს დასავლური ტიპის 6 სახეობის არტილერიას წარმატებით იყენებს.

ახლა უკრაინას აქვს საშუალება მტრის ტერიტორიაზე ქირურგიულად აწარმოოს იმ სამხედრო ობიექტებისა და სამიზნეების განადგურება, რომლის გამოყენებას მტერი ჩვენს წინააღმდეგ აპირებს. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა დღეს დასავლური ტიპის 6 სახეობის არტილერიას წარმატებით იყენებს

- უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინას დღეს შეუძლია 1 მილიონამდე ჯარისკაცის ბრძოლის ველზე გამოყვანა. მათ გაიარეს მომზადება და ჯარისკაცების ნაწილი ახლაც აგრძელებს მომზადებას.

როგორ შეაფასებდით უკრაინელი რეზერვისტების მომზადების პროცესს?

- უკრაინას მილიონი ჯარისკაცი დღესაც ჰყავს იარაღის ქვეშ. გასულ კვირას თავდაცვის მინისტრმა რეზნიკმა დაასახელა მობილიზებული სამხედრომოსამსახურეების რიცხვი. შეიარაღებულ ძალებს მობილიზებული ჰყავს 700 ათასი ჯარისკაცი, პოლიციას 100 ათასი, ნაცგვარდიას 90 ათასი, სასაზღვრო სამსახურს 60 ათასი.

ვიღაც ახლა იბრძვის, ვიღაც ემზადება საბრძოლველად, გარკვეული ნაწილი რეზერვში იმყოფება. ასევე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა უკრაინელი სამხედროების წვრთნებს გადიან ევროპის ქვეყნების სამხედრო ბაზებზე.

- ვიცით, რომ პუტინი ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსაგან მოითხოვდა ბელორუსის მხრიდან უკრაინისთვის მეორე ფრონტის გახსნას. ლუკაშენკომ ეს რომ არ მომხდარიყო რუსეთს საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გადასცა.

იმ შემთხვევაში თუ უკრაინამ დაიწყო ქვეყნის სამხრეთში დიდი მასშტაბის კონტრშეტევა, ასეთ ვითარებაში რამდენად დიდია ბელორუსის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა?

- უკრაინა ახლა მზადაა ებრძოლოს ბელორუსულ ჯარს თუ მათ ბელორუსიდან გახსნეს მეორე ფრონტი. ამ საკითხს უკრაინა მისთვის დიდ პრობლემად არ განიხილავს.

ჩვენ სამხედრო და ინჟინრული თვალსაზრისითაც მზად ვართ გაუმკლავდეთ აგრესორებს. ასე რომ, თუ ბელორუსულ არმიას ექნება სურვილი გვეომოს, კი ბატონო - მობრძანდნენ და ჩვენ დავხდებით. ჩვენ საკმარისი ძალა გვაქვს გაუმკლავდეთ ბელორუსის მხრიდან შემოტევას.

თუ ბელორუსულ არმიას ექნება სურვილი გვეომოს, კი ბატონო - მობრძანდნენ და ჩვენ დავხდებით. ჩვენ საკმარისი ძალა გვაქვს გაუმკლავდეთ ბელორუსის მხრიდან შემოტევას

- რა ვითარებაა აზოვის ზღვაში, გასაგებია. კარგია, რომ კუნძული ზმეინიი დაიბრუნეთ, მაგრამ ფაქტია, რომ შავის ზღვიდან უკრაინას საფრთხეები ნამდვილად აქვს.

როგორ შეაფასებდით უკრაინის შესაძლებლობებს შავის ზღვიდან რუსული აგრესიის შემთხვევაში?

- სამწუხაროდ, სხვადასხვა კალიბრის საზღვაო ბაზირების რაკეტების გამოყენების თვალსაზრისით ეს ჩვენი ერთ-ერთი სუსტი ადგილია. ჩვენები ამისთვის სარაკეტო კომპლექს „ბასტიონს“ იყენებენ. იგი ხომალდების საწინააღმდეგო კომპლექსია, მაგრამ აქვს რაკეტები, რომელსაც შეუძლია მიზნის 60 კილომეტრში მიწვდენა, მაგრამ საზღვარო მიზნებისთვის განკუთვნილი რაკეტების მისაღებად ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანელ და ნორვეგიელ პარტნიორებთან.

ველოდებით „ნასამსის“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიღებას, რაც საშუალებას მოგვცემს რამდენადაც შესაძლებელი იქნება დაიხუროს უკრაინის ცა, რომ დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული რაკეტებისაგან.

ველოდებით „ნასამსის“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიღებას, რაც საშუალებას მოგვცემს რამდენადაც შესაძლებელი იქნება დაიხუროს უკრაინის ცა, რომ დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული რაკეტებისაგან

თუ რუსული სარაკეტო დარტყმები მასირებულ ხასიათის არაა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე მიეჩვია გაუმკლავდეს საჰაერო დარტყმებს როგორც ზღვიდან, ისე ხმელეთიდან. ეს ეხება როგორც ბალისტიკურ, ისე ფრთოსან რაკეტებს.

- ლუგანსკის ოლქში არის მონაკვეთები, სადაც რუსებს აქვთ წარმატებები. არის მონაკვეთები, სადაც თქვენ გაქვთ წარმატებები.

თქვენი დაკვირვებით რა ოპერატიული მიზნები აქვს ახლა რუსულ არმიას ვთქვათ იგივე ლუგანსკის, ან დონეცკის ოლქებში?

- რუსეთთან ბრძოლა იმის გამოა იოლი, რომ ყველა მისი მოქმედება იოლად განჭვრეტადია. ასეა იმიტომ რომ უკრაინაში ომს რუსეთის მხრიდან პოლიტიკოსები ხელმძღვანელობენ და არა სამხედროები.

რუსეთთან ბრძოლა იმის გამოა იოლი, რომ ყველა მისი მოქმედება იოლად განჭვრეტადია. ასეა იმიტომ რომ უკრაინაში ომს რუსეთის მხრიდან პოლიტიკოსები ხელმძღვანელობენ და არა სამხედროები

მათი მიზანია გავიდნენ ლუგანსკსია და დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრებზე. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ რუსები სრულად ვერ აკონტროლებენ ლუგანსკის ოლქს. ასეა მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ კარგა ხსნის წინ განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქს სრულად აკონტროლებენ.

სევეროდონეცკის აღების შემდეგ რუსები შეეცადნენ გაეგრძელებინათ შეტევები სლავიანსკზე, კრემატორსკზე, მაგრამ უკვე ერთი კვირაა ერთ ადგილს ტკეპნიან, ძალების გადაჯგუფებას ახდენენ, ცდილობენ შეტევების განხორციელებას, მაგრამ იგრძნობა, რომ მათ აკლიათ ცოცხალი დასვენებული ძალა და საბრძოლო იარაღი.

ეს კი იმას ნიშნავს რომ რუსულ ჯარს შეტევაზე გადასვლის შესაძლებლობა არ აქვს. სხვათა შორის, მხოლოდ ამ მიმართულებაზე მათ ერთ კვირაში 35 ტანკი დაკარგეს.

- სავარაუდოდ, როდის დაიწყებს უკრაინა ოკუპანტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კონტრშეტევას? არა მხოლოდ სამხრეთ უკრაინაზე, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრძანა, არამედ იგივე ლუგანსკის, ან დონბასის ოლქებში?

- ამ კითხვის ადრესატი უფრო ვაშინგტონია. რატომ? იმიტომ რომ უკრაინა პრინციპში მზადაა, ხალხიც არის და განწყობა საბრძოლო გვაქვს, საკითხი უკრაინისთვის ტექნიკის მიწოდებას პრობლემებს უკავშირდება.

როგორც კი უკრაინა აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნებიდან შეტევაზე გადასასვლელ საკმარის იარაღს მიიღებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება იმაზე საუბარი სავარაუდო, როდის დაიწყება ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა.

როგორც კი უკრაინა აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნებიდან შეტევაზე გადასასვლელ საკმარის იარაღს მიიღებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება იმაზე საუბარი სავარაუდო,როდის დაიწყება ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა

- იარაღი მოგეწოდებათ. მხედველობაში გაქვთ მიწოდებაში პრობლემები?

- მოწოდების მასშტაბები არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც ომში ჩართულ ქვეყანას აქვს.

იმისთვის, რომ ჩვენ კონტრშეტევაში მონაწილე დაჯგუფებაზე დავიწყოთ ფიქრი, საჭიროა უკრაინის მთელ შეიარაღებულ ძალებში მოხდეს გადაიარაღება.

- ისეთი სურათი იქმნება, რომ რუსეთს უკრაინაში სამხედრო წარმატების მისაღწევად პრაქტიკულად შანსი არ რჩებათ. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რისი იმედი აქვს რუსეთს უკრაინაში?

- იმედია აქვთ ბლეფის. ახლა ისევ დაიწყეს პოლიტიკური მუქარები, ულტიმატუმები. თუ უკრაინა არ დანებდება, უკრაინას ფერფლად ვაქცევთ. რეალურად კი ისინი ფრონტის ხაზებზე იძულებული არიან თავდაცვით მოქმედებებზე გადავიდნენ.

მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს შიშის თესვას და იმედოვნებს რომ შეგვაშინებენ ჩვენ და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ეს დღეს აღარ მუშაობს. რუსების დღეს არც ჩვენ გვეშინია და არც დასავლეთს.

რუსების დღეს არც ჩვენ გვეშინია და არც დასავლეთს

- როდესაც კრემლმა პირველად თქვა, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, ვაშინგტონმა მყისიერად უპასუხა - თუნდაც ერთი ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში პასუხი იქნებოდა მყისიერი და ადეკვატური.

ამის შემდეგ ამ თემაზე კარგა ხანს არაფერი უთქვამთ...

- დიახ, ასე იყო, მაგრამ ახლა ისევ გააქტიურეს ბირთვული იარაღის მუქარა. ახლა რუსეთის ჯარისთვის ვითარება კიდევ უფრო მძიმდება. ამის მიზეზი ისაა, რომ რუსები განიცდიან ჭურვების ნაკლებობას. არტილერიას აღარ შეუძლია ერთ დღე-ღამეში 45 ათასი რაკეტის სროლა. ამდენი რაოდენობის რაკეტები მათ აღარ დარჩათ და საიდანღაც უნდა მოიტანონ.

როგორც ჩანს, რაკეტების უკრაინაში ჩამოტანა უხდებათ ძალიან შორი მანძილიდან, ურალში არსებული ბაზებიდან. ბელორუსმა რუსეთს თავისი 100 ვაგონი იარაღი მიაწოდა, უკრაინის სიახლოვეს სამხედრო ტექნიკა აღარ დარჩათ. ფაქტია, რომ იარაღის ქონის თვალსაზრისით რუსებს პრობლემები დაეწყოთ. სწორედ ამას უკავშირდება საუბრები იმაზე ხომ არ დადგა დრო მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

შორს არაა ის დრო, როცა უკრაინა აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების დახმარებით შეძლებს უკრაინის ტერიტორიებიდან რუსი აგრესორების განდევნას

მოლაპარაკებების დაწყებაზე კიევის პოზიცია ასეთია - უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეყვანილ თავის შეიარაღებულ ძალებს სრულად გაიყვანს უკრაინიდან.

რუსეთი თავისი ნებით ამას რომ არ გააკეთებს, ვიცით. ამას წინათ რუსეთი თავისი ნებით გამოვიდა მხოლოდ ყაზახეთიდან, და ისიც იმიტომ, რომ ყაზახეთიდან გასვლა მათ ჩინელებმა სთხოვეს. თან ისინი ყაზახეთიდან ძალიან სწრაფად გავიდნენ.

აშშ-მ და დასავლეთმა რუსეთს არა ერთხელ მოუწოდა გაეყვანა უკრაინიდან თავისი შეიარაღებული ძალები, მაგრამ ვხედავთ, რომ კრემლი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიაზე თავის აგრესიას. შორს არაა ის დრო, როცა უკრაინა აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების დახმარებით შეძლებს უკრაინის ტერიტორიებიდან რუსი აგრესორების განდევნას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა