ზურაბ აზარაშვილმა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების პირველი ცენტრი დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების პირველი, ახალგახსნილი ცენტრი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რე-ტრავმებისაგან დაცვა, საგამოძიებო მოქმედებების და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთ სივრცეში თავმოყრაა.

„ ცენტრში ბენეფიციარები სათანადო შეფასებას გადიან და შესაბამისი მკურნალობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. ამავე სივრცეში მიმდინარეობს საგამოძიებო - სარეაბილიტაციო პროცესები, რათა ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა უწყებაში განმეორებით გასაუბრებებს აარიდონ. მინიმუმამდეა დაყვანილი თავად გასაუბრების სიხშირეც, რომლებსაც სპეციალურად ცენტრის მუშაობის სპეციფიკისთვის გადამზადებული პროფესიონალები ატარებენ.

ცენტრის დათვალიერების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის კონფერენცია და პანელ-დისკუსიები გაიმართა, რომელშიც პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მჭიდრო პარტნიორობით გაიხსნა. მის შესაქმნელად სკანდინავიური მოდელი გამოიყენეს, რომელიც სხვა ქვეყანებში და მათ შორის ესტონეთში, წარმატებით ხორციელდება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა