ხობში, „თიბისის“ მხარდაჭერით, საწარმო - „ბლუ ბერდ ბერიზ“ ამოქმედდა

„თიბისისა“ და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოში, ქალაქ ხობში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმო - შპს "ბლუ ბერდ ბერიზ" ამოქმედდა.

„თიბისის“ ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს მოწყობა ჯამში 2,3 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც „თიბისის“ თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 1,4 მილიონი ლარია.

მათივე ცნობით, საწარმოში ამ ეტაპზე 25-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული და მასში სეზონურად 600 ტონა ლურჯი მოცვის შენახვა და გადამუშავებაა შესაძლებელი. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის. ამასთანავე, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ საწარმოში მოცვის წინასწარი გაგრილების, დახარისხებისა და შენახვის მომსახურებით ისარგებლონ.

პროგრამის - „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, ლურჯი მოცვის კულტურა სამეგრელოში 1,300 ჰა ფართობზეა გაშენებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა