მეუფე იაკობი - ევროპა მოღალატეობრივად მოიქცა - მასზე გულნატკენი ვარ, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი ქალაჩუნური ქმედებით გააჩაღეს

„ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა“, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, ამერიკას საქართველოსთვის არასდროს უღალატია, ევროპაზე კი ის გულნატკენია.

„ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა, ვგულისხმობ ევროპარლამენტს. ევროპარლამენტიდან წავიდა ეს ყველაფერი. ევროპა ჩვენთან მიმართებაში მართალი რომ იყოს, როდესაც უარს ამბობენ საპარლამენტო დებატებზე, გამოვიდოდა ის 308 ღრმად პატივცემული პარლამენტარი და იქიდან 10 მაინც დაწერდა საერთო წერილს, იტყოდა, რომ იქნება ერთად დავსხდეთ და ისე დავაწყნაროთ სიტუაცია. ჩემი გადმოსახედიდან, უკრაინის გარდა სხვისი მიღება არ უნდოდათ. ჩვენთან ეგ თემა პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის ბოლომდე გამოიყენეს ჩვენებმა, თუ მათ.

დღეს ევროპამ გვაჩვენა, რომ ერთი ქვეყანაც არ აღმოჩნდა, რომელიც მყარად დადგებოდა, ჩვენც რომ მიგვეღო [სტატუსი]. ამერიკას ჩვენთვის არასდროს უღალატია. სულხან-საბასგან დაწყებული, ერთხელ ვერ ვნახე ევროპის ერთი წესიერი გადადგმული ნაბიჯი“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

მისივე თქმით, მას სურს, რომ ჩვენ წესიერი ქვეყანა გავხდეთ, კანონი კანონობდეს და ძლიერი ჯარი გვყავდეს.

„უკრაინას ხომ ყველაფრით ეხმარებიან? - იარაღით, ფულით და უნდა დაეხმარონ. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რუსეთს 20% დაპყრობილი აქვს, დღეს როგორც გვექცევიან. ევროპა შემოვიდოდა და რამეს გააკეთებდა? ევროპაზე გულნატკენი ვარ, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი ქალაჩუნური ქმედებით გააჩაღეს“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს