დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ 51 პირს თვითდასაქმებისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, განსახლებულმა დევნილებმა და ეკომიგრანტებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის საჭირო დანადგარები მიიღეს, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს კი, სააგენტომ საქმიანობის შესაბამისი სახელობო იარაღები შეუსყიდა.

„სააგენტო აქტიურად უჭერს მხარს დევნილებისა და ეკომიგრანტების დასაქმებას და ამ მიმართულებით არა ერთ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. პრიორიტეტულია, რომ განსახლების პარალელურად, იძულებით გადაადგილებულ პირებს შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო