„ვივამედის“ დირექტორის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პერიოდულად საჭიროებს ლაბორატორიული კვლევების განმეორებას

კლინიკა ,,ვივამედის” დირექტორი ზურა ჩხაიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა საჭირო კვლევა ჩატარებული აქვს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამკურნალო პროცესი ძალიან დინამიურია, შესაბამისად, პერიოდულად ხდება საჭირო ამა თუ იმ კვლევის განმეორება.

“რაც საჭიროა უკვე ყველაფერი აქვს ჩატარებული, სამკურნალო პროცესი არის ძალიან დინამიური, შესაბამისად, პერიოდულად ხდება საჭირო ამა თუ იმ კვლევის განმეორება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პერიოდულად საჭიროებს ლაბორატორიული კვლევების განმეორებას. ჩვენი მიზანია ვუმკურნალოთ პაციენტს, სხვა დანარჩენი ჩვენ არ გვეხება”, - აღნიშნა ზურა ჩხეიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს