პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილს ნამდვილად ესაჭიროება მკურნალობა იმიტომ, რომ არის სუსტად და ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად

ჩემი ადამიანური ვალდებულება იყო საკუთარი თვალით მენახა ყველაფერი. მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რომ სააკაშვილს ნამდვილად ესაჭიროება მკურნალობა იმიტომ, რომ არის სუსტად და ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ვივამედის“ კლინიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, ის იზიარებს ექიმების და ოჯახის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ სათანადო სამედიცინო დახმარების მიწოდებისთვის სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის საჭირო.

მიხეილ სააკაშვილი ვიზუალურად არის ძალიან სუსტად, რაც არ ეტყობა მის შინაგან განწყობას. ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე არ უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს იქნება უპატიებელი შეცდომა. ჩემი ადამიანური ვალდებულება იყო საკუთარი თვალით მენახა ყველაფერი, მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რომ სააკაშვილს ნამდვილად ესაჭიროება მკურნალობა იმიტომ, რომ არის სუსტად და ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად”, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა