გიორგი ვაშაძე - ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, სხვა ვერაფერი აიძულებდა პრემიერს ეს დაეწერა - ამ წერილში ივანიშვილის სახელის ხსენებით რეკორდია მოხსნილი

ღარიბაშვილის განცხადება არის პირდაპირი დასტური და მტკიცებულება, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, სხვა ვერაფერი აიძულებდა პრემიერ- მინისტრს ეს წერილი დაეწერა, ისიც არ ვიცი, მან დაწერა, თუ სხვამ დაუწერა, როგორც სხვებს უწერენ ხოლმე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წერილს ორი სავარაუდო ადრესატი ჰყავს: ან დასავლეთი ან ბიძინა ივანიშვილი.

"რას უნდა მიანიშნებდეს ეს წერილი - ორი ალტერნატივაა: ერთი, ის ცდილობს დასავლეთის თვალში ივანიშვილს გაემიჯნოს, რომ სანქციები, რომელიც იქნება ივანიშვილთან მიმართებით, არ შეეხოს პერსონალურად მას ან მეორე ვარიანტი - ბიძინა ივანიშვილს ეხვეწება, ცოტა ხანი კიდევ დამტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეო, რადგან შეიძლება მალე ვიხილოთ ის ამ თანამდებობის გარეშე. სხვა ყველა დეტალი ამ წერილში უინტერესოა. ამ წერილში ივანიშვილის სახელის ხსენებით რეკორდია მოხსნილი, მათ შორის თავად ღარიბაშვილის რეკორდიც,"- განაცხადა ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს