„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კვარიათში აპარტოტელი - გუმბათი რეზიდენსი შენდება

„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული სექტორის ხელშეწყობის მიზნით, პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და „გუმბათი ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კვარიათში, ზღვის პირველ ზოლში აპარტოტელი, გუმბათი რეზიდენსი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 5.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 3.7 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

„საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი მოიცავს სხვადასხვა ზომის 103 აპარტამენტს, ლაუნჯს და რესტორანს, ფრენბურთის მოედანს, ღია კინოთეატრს, ფიტნესს, ბუნგალოსა და გარე აუზს. ასევე, 2000 კვ.მ-ზე გამწვანებულ ეზოსა და კეთილმოწყობილ სანაპიროს.

„ის რაც პროექტს გამოარჩევს არის მშენებლობის მაღალი სტანდარტი, იდეალური ადგილმდებარეობა, ადმინისტრაციის მომსახურება, კერძო, 2-სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, გასართობი და სარელაქსაციო ზონები, მთისა და ზღვის პანორამული ხედები, ვინტილირებადი ფასადი და ა.შ. ეს „გუმბათი ჯგუფის“ რიგით მეათე პროექტია და მოხარული ვართ რომ გუმბათი რეზიდენსის პროექტს საქართველოს ბანკთან ერთად ვახორციელებთ“, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ლაშა ბალაძემ განაცხადა.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, ნათია ღლონტი აცხადებს, რომ კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ მშენებლობის მაღალი სტანდარტებით მოწინავე ადგილს იკავებს.

„კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს და მშენებლობის მაღალი სტანდარტების დამსახურებით დღემდე მოწინავე ადგილს იკავებს თავის სფეროში. ეს არის პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო დიდი მასშტაბის მშენებლობა ბათუმში. 22 წლიანი გამოცდილება, აშენებული 500.000 კვ.მ. კომერციული და საცხოვრებელი ფართი, ასევე 2 ოლიმპიური სტანდარტის სტადიონი ძალიან ბევრს ამბობს ამ კომპანიაზე და მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში კვარიათს ასეთი აპარტოტელი შეემატება გუმბათი რეზიდენსის სახით. გვინდა კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ კომპანიას და საინტერესო პროექტების განხორციელება“, - განაცხადა ნათია ღლონტმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს