ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის საელჩოში შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას და მის მეუღლეს თანაგრძნობა გამოუცხადა.

„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას იაპონელი ხალხის და პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ოჯახისა და ახლობლების მიმართ და გულწრფელად ვიზიარებ მათ მწუხარებას.

იგი, როგორც გამორჩეული პიროვნება და იაპონიის ლიდერი, სათავეში ედგა სხვადასხვა გლობალურ ძალისხმევას ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ამ გლოვის ჟამს ჩვენ ვიზიარებთ იაპონელი ხალხის მწუხარებას", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა