საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, GITA - ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები კახეთის რეგიონში ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები კახეთის რეგიონში გამოვლინდნენ. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება.

„30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები პროექტები: სასკოლო ლანჩი / School Box - ციფრული პლატფორმა/აპლიკაცია თელავიდან სკოლის მოსწავლეებისთვის ჯანსაღი კვების ,,ლანჩ-ბოქსების" ონლაინ შეკვეთის, მომზადებისა და მიწოდების ინოვაციური სერვისი, რომელიც მშობლებს მოუგვარებს (საჯარო და კერძო სკოლის) რუტინულად აუცილებელ, ყოველდღიურ, სასკოლო კვების პრობლემას.

სა-და - საფლავების დასუფთავების გამარტივებული სერვისის გაციფრულება და მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა. ციფრული ვებ პლატფორმა ადამიანებისთვის, ვისაც სურს ახლობლების საფლავები ჰქონდეს მუდმივად მოვლილი, და ამასთან ვერ ახერხებენ მათზე ზრუნვას დროის სიმცირის, ასაკის, მანძილის, ტრანსპორტის უქონლობის გამო.

100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები: Art Winery - ღვინის ციფრული მუზეუმი - ინოვაციური სივრცე ქ. თელავში თანამედროვე ტექნოლოგიების, კონკრეტულად კი ჰოლოგრამების გამოყენებით, სადაც ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ იმოგზაურონ მეღვინეობის 8000 წლიან ისტორიაში და ამავდროულად, მიიღონ ესთეტიკური სიამოვნება ღვინის ნარჩენი მასალის გამოყენებით ხელოვნების ნიმუშების შექმნის პროცესში.

სუსნე - ტრადიციული ქართული ჩურჩხელის რეცეპტის დახვეწით და ინოვაციური დამზადების მეთოდით მიღებული სრულიად ახალი ტიპის ჯანსაღი ენერგეტიკული one-bite სნექი ქ. წნორიდან, რომელიც გლობალურად ჯანსაღი სნექების მზარდ ინდუსტრიაში, ჩურჩხელის შეცვლილი ფორმით წარდგენას გულისხმობს ადგილობრივ, ამერიკულ, ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე.

ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო