კლინიკა „ნიუმედის“ ინფორმაციით, ორსულთა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, ორსულები 8 უფასო ვიზიტით ისარგებლებენ, ვიზიტის ფარგლებში გინეკოლოგის კონსულტაციასთან ერთად გათვალისწინებულია უფასო ულტრასონოგრაფიული და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.
ულტრაბგერითი კვლევა იწარმოებს Voluson E8 (4D) აპარატზე. ასევე შესაძლებელია სამმაგი ტესტით სარგებლობა (გენეტიკური ანალიზი) ორსულობის 14-17 კვირის ვადაზე.
„გარდა სამეანო კვლევებისა კლინიკა „ნიუმედში“ შესაძლებელია სხვა გინეკოლოგიური სერვისებით სარგებლობა. თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი მეან-გინეკოლოგების ბრიგადა, მაღალი კლასის ექოსკოპისტები და ლაბორანტები.
სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის მასშტაბით. ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2 14 14 10. ან გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ონლაინ: რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს http://www.newmed.ge/?page_id=426“, - ნათქვამია ინფორმაციაში.