„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ ბინებისა და კერძო სახლების დაზღვევის ინოვაციური პოლისი - „შინ“ შეიმუშავა

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ ბინებისა და კერძო სახლების დაზღვევის ინოვაციური პოლისი - „შინ“ შეიმუშავა. ინფორმაციას „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ ავრცელებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის, სოფიო გრაკალიშვილის ინფორმაციით, პოლისი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.

„ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი არჩევს გაერიდოს ქალაქს, რომ მშვიდ გარეუბანში ან შემოგარენში დაიდოს ბინა. ასეთ ადგილებში კერძო სახლები ან დაბალი განაშენიანების ბინებია განთავსებული. სწორედ ასეთი შენობებისა და მათი შიგთავსის დასაზღვევად ჩვენმა კომპანიამ ინდივიდუალური, ფართზე და რეალურ რისკებზე მორგებული პროდუქტი შეიმუშავა, რაც საშუალებას იძლევა, მფლობელის სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით განახორციელოს დაზღვევა, რომელიც მისი სიმშვიდის დამატებით გარანტიად შეიძლება იქცეს. უალტერნატივოა, რომ დაზღვევის ცივილური გზა საუკეთესოა საკუთრების დაცვისთვის. დაზღვევის მარტივი გზა, გადახდის მაქსიმალურად მორგებული რეჟიმი და საუკეთესო პრაქტიკაზე დამყარებული სადაზღვევო პირობები, ეს უნიკალური ნაზავი მხოლოდ კომფორტის, დაცულობის და სიმშვიდის საწინდარია ჩვენი დაზღვეულებისათვის“,-აღნიშნულია „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გრაკალიშვილის განცხადებით, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია 2 წლიანი კონტრაქტის დადებაც, რა დროსაც, ხანგრძლივი ურთიერთობისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია საუკეთესო ჯიშის მრავალწლოვანი მცენარის ნერგსაც დარგავს მფლობელის მიწაზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 2 244 111; 2 211 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია